ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
პრეზიდენტი ერდოღანი: „ჩვენი ქვეყანა ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტებს მოვარიდეთ“
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ამ ქაოსსა და კრიზისულ გარემოში დღესა და ღამეს ვასწორებთ, რათა თურქეთს ბეწვიც კი არ ჩამოუვარდეს. მადლობა ღმერთს, აქამდე ეს წარმატებით შევძელით“.

პრეზიდენტი ერდოღანი საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ გამგებლებს შეხვდა.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ რეგიონში მძვინვარებს კრიზისის ქარიშხალი, რომლის სიმძლავრეც დღითიდღე იზრდება.

„ჩვენგან ჩრდილოეთით მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს რამდენიმე თვეში 5 წელი შეუსრულდება. ისრაელის თავდასხმები პალესტინაზე, გაფორმებული შეთანხმებების მიუხედავად, შეუფერხებლად გრძელდება. ჩვენს მეზობელ ირანში დაძაბულობა ჯერ ბოლომდე არ იყო ჩამცხრალი, რომ ამჯერად იემენში აინთო ახალი კონფლიქტის ფითილი. ჰუსიტების თავდასხმებმა ჩვენს მეგობარ და მოძმე საუდის არაბეთზე რეგიონში დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია გამოიწვია. რიადის აეროპორტზე მათ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ჩვენი მუსლიმი ძმა დაიღუპა, მათ შორის უმრას მომლოცველებიც. ასობით ჩვენი მოძმე კი დაიჭრა. შევხედავთ ლიბანს და, სამწუხაროდ, იქაც არ არის სახარბიელო ვითარება. სირიიდან კარგი ამბები მოდის, თუმცა სიონისტი ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რომ იქაც ვითარება არიოს. ხომ ვამბობ ხოლმე, ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია-მეთქი; რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, სწორედ ასეთია“, - განაცხადა მან.

ერდოღანმა დასძინა: „ჩვენ სწორედ ასეთ ქაოსსა და კრიზისულ გარემოში დღესა და ღამეს ვასწორებთ, რათა თურქეთს ბეწვიც კი არ ჩამოუვარდეს. მადლობა ღმერთს, აქამდე ეს წარმატებით შევძელით. ჩვენი ქვეყანა ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტებს მოვარიდეთ. არ ავყევით წაქეზებებს, არ გავები მახეში და არ წამოვეგეთ პროვოკაციებს. ჭკვიანურად, მოთმინებითა და საღი აზრით, წარმატებით ვმართეთ ყველა ეს რთული პროცესი“.

პრეზიდენტმა სიტყვა ასე დაასრულა:

„ჩვენ ქედს არ მოვიხრით მათ წინაშე, ვისაც საკუთარი კეთილდღეობის დამყარება მსოფლიოს ექსპლუატაციითა და ჩვენი რეგიონის სისხლის ზღვად გადაქცევით სურს. ბნელი და ბინძური თამაშების... ყოველივე ამის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან ფრთხილად ვიქნებით. ფხიზლად ვიქნებით მათ მიმართ, ვინც მუსლიმების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. მუდამ მზადყოფნაში ვიქნებით მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს ხალხში იმედის გატეხას, განწყობის გაფუჭებასა და ჩვენს შორის განხეთქილების კედლების აღმართვას ესწრაფვის“.

აღმოაჩინეთ
თურქეთის პირველი მცურავი საწარმოო პლატფორმა „ლურჯ სამშობლოში“ საძიებო სამუშაოებისთვის ემზადება
თურქეთი ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების ფონზე საერთაშორისო ქმედებებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტი: „შარშან $10 მილიარდზე მეტი თავდაცვისა და საავიაციო პროდუქცია გავიტანეთ ექსპორტზე“
პრაგმატიზმი პოპულიზმის ნაცვლად: გერმანიის მხარემ აჩვენა, რატომაა თურქეთი ბერლინისთვის მნიშვნელოვანი
სტამბოლში ძლიერმა ნალექმა უეცარი წყალდიდობები გამოიწვია
პრეზიდენტმა ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მირზიოევა მიიღო
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ბაქოში CICA-ს მე-7 სამიტს დაესწრო
პრეზიდენტმა ერდოღანმა კოსოვოს პრეზიდენტად არჩეულ შიროკა პულას მიულოცა
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი საუდის არაბეთის გვერდით დგას“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრა:
პრეზიდენტი: „უსაფრთხო საკვებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ელემენტია"
დურანის რეაქცია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებებზე:
პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილი „თურქულ სამყაროს“ ჩვენი პარტნიორობა რუკებზე გავლებული საზღვრების მიღმაა
თურქეთმა 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა
MİT-ის ხელმძღვანელი კალინი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ შეიბანის შეხვდა
თურქეთის 9 თვის საავტომობილო ექსპორტში 73%-ით ევროკავშირი პირველ ადგილზეა
CNN: სტამბოლის აეროპორტმა ლონდონი ტახტიდან ჩამოაგდო და ცას მართავს
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში უსაფრთხოება განიხილეს
პრეზიდენტი ერდოღანი წლების განმავლობაში ღაზას ყველაზე „ხმამაღალი ხმა“ იყო
პრეზიდენტი ერდოღანი: „კვალიფიციური უმაღლესი განათლება ანატოლიის ყველა კუთხეში მივიტანეთ“