პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „გასულ წელს 180 სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თავდაცვისა და საავიაციო პროდუქტი გავიტანეთ ექსპორტზე“.
პრეზიდენტი ერდოღანი სტამბოლში „TİM-ის ინოვაციების მე-13 კვირეულის პროგრამას“ დაესწრო.
აქ წარმოთქმულ სიტყვაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ ტექნოლოგიურ შეჯიბრში ჩამორჩენა არ სურთ:
„ჩვენი „ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივით“ (Millî Teknoloji Hamlesi) შევქმენით კვლევა-განვითარებისა და ინოვაციების უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ფლობს. 24 წლის წინ ჩვენი ტექნოპარკების რაოდენობა ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელიც კი არ იყო, დღეს კი მათმა რიცხვმა 115-ს მიაღწია. თურქეთის კვლევა-განვითარების ხარჯები, რომელიც 2002 წელს 1,2 მილიარდი დოლარი იყო, 20 მილიარდ დოლარამდე ავიყვანეთ“.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ „თურქეთის ხელოვნური ინტელექტის სამოქმედო გეგმით“ მონაცემთა ცენტრების ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს 2030 წლისთვის სულ მცირე 1 გიგავატამდე გაზრდიან:
„მონაცემთა ცენტრების, ღრუბლოვანი გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურებში, კერძო სექტორის წინამძღოლობით, სულ მცირე 10 მილიარდი დოლარის რესურსის მობილიზებას მოვახდენთ. ჩვენი ენობრივი მოდელით „ბილგე“ (BİLGE) უზრუნველვყოფთ თურქულენოვანი ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტების განვითარებასა და სხვადასხვა სექტორში მათ გავრცელებას“.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა: „გასულ წელს 180 სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თავდაცვისა და საავიაციო პროდუქტი გავიტანეთ ექსპორტზე. ხოლო 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ჩვენი ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6%-ით გავზარდეთ და 6,9 მილიარდ დოლარამდე ავიყვანეთ“.




























