ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის პირველი მცურავი საწარმოო პლატფორმა „ლურჯ სამშობლოში“ საძიებო სამუშაოებისთვის ემზადება
თურქეთის პირველი მცურავი საწარმოო პლატფორმა „ოსმან გაზი“ (Osman Gazi), რომელიც შავ ზღვაში, საქარიას გაზის საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვებას გააორმაგებს, დღეს ფილიოსიდან თავის სამუშაო ლოკაციაზე გაემგზავრება.
თურქეთის პირველი მცურავი საწარმოო პლატფორმა „ლურჯ სამშობლოში“ საძიებო სამუშაოებისთვის ემზადება
თურქეთის პირველი მცურავი საწარმოო პლატფორმა „ლურჯ სამშობლოში“ საძიებო სამუშაოებისთვის ემზადება

თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, მცურავი საწარმოო პლატფორმა „ოსმან გაზი“ შავ ზღვაში, საქარიას საბადოზე ადგილობრივი ბუნებრივი აირის მოპოვებას ორჯერ გაზრდის.

პლატფორმის მეშვეობით, რომელიც შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, მიზნად ისახება საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის დღიური მოპოვების 9,5 მილიონი კუბური მეტრიდან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა.

პლატფორმა „ოსმან გაზის“ შესახებ საზოგადოებას პირველად 2024 წლის ივლისში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამცნო. მისი სიგრძე 298,5 მეტრია, სიგანე - 56 მეტრი, ხოლო სიღრმე - 29,5 მეტრი. პრეზიდენტმა ერდოღანმა 2025 წლის 27 მაისს განაცხადა, რომ პლატფორმას „ოსმან გაზი“ ეწოდა, ხოლო 2025 წლის 29 მაისს დოლმაბაჰჩეს სამუშაო რეზიდენციიდან ფილიოსში გააცილა.

პლატფორმამ ზონგულდაქის ფილიოსის პორტში აკრედიტაციისა და სერტიფიცირების პროცესები გაიარა და შავ ზღვაში მისიის შესრულებამდე მოდიფიცირებაც ჩაუტარდა. პლატფორმის ზედა ნაწილზე განთავსებული 21 სხვადასხვა დანადგარიდან 11 ხელახლა აშენდა საქარიას გაზის საბადოს მახასიათებლების შესაბამისად. მათგან 7 თურქეთში დამზადდა, ხოლო 4 - საზღვარგარეთ. დანარჩენი 10 დანადგარი კი საბადოს პირობებს მოერგო და პლატფორმასთან მოხდა მათი ინტეგრირება.

ტექნიკური მომსახურებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, დღეში საშუალოდ 6 კილომეტრი კაბელი მონტაჟდებოდა. საერთო ჯამში, პლატფორმაზე 642 კილომეტრი ელექტროკაბელია გაყვანილი. მილსადენების გაყვანის სამუშაოებმა დაახლოებით 30 კილომეტრი შეადგინა. ამ პროცესში სულ 7 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული.

მიმდინარე წლის აგვისტოში პლატფორმაზე დამონტაჟდა ჩირაღდნის კოშკი (flare tower), რომელიც საგანგებო ვითარებაში გამოყოფილი ნახშირწყალბადოვანი აირების უსაფრთხო გადინებასა და ევაკუაციას უზრუნველყოფს. 96 მეტრი სიმაღლის, დაახლოებით 65 კვადრატული მეტრი ფუძის მქონე და 260 ტონა წონის კოშკი პლატფორმაზე უკვე განთავსებულია.

პირველი გაზი წელს აინთება, პირველი მოპოვება კი 2027 წელს დაიწყება

140-კაციანი პერსონალის ტევადობის მქონე „ოსმან გაზი“, დღეს ფილიოსის პორტიდან გაცილების შემდეგ, სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრის დაშორებით 20 წლის განმავლობაში იმუშავებს. პლატფორმა ქარხანასავით იმუშავებს: დამუშავებულ ბუნებრივ აირს გამოსაყენებლად მზა მდგომარეობაში მოიყვანს და ეროვნულ ქსელს მიაწვდის.

გამოთვლების მიხედვით, პლატფორმის ბუნებრივი აირის დღიური მოპოვება დღევანდელი ფასებით დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება, ხოლო თურქეთის ეკონომიკაში ყოველწლიურად 3,5 მილიარდი დოლარის წვლილს შეიტანს.

„ოსმან გაზის“ სამუშაო ადგილზე გაგზავნის შემდეგ, წლის ბოლოსთვის ჩირაღდნის კოშკიდან პირველი გაზის აალება, ხოლო 2027 წლის დასაწყისში უშუალოდ მოპოვების დაწყება იგეგმება. ამგვარად, საქარიას გაზის საბადოზე მეორე ფაზის დასრულებაა გათვალისწინებული.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირისგან უკრაინას 2,86 მილიარდი ევროს თავდაცვითი დახმარება
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი: "ირანს ჭკუას ვასწავლით"
არაბული კოალიცია: "საუდის არაბეთის ალ-ხარჯის პროვინციაში ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა განეიტრალდა"
ირანი: "ომანთან ჰორმუზის სრუტისთვის საჭირო შეთანხმებას მივაღწიეთ"
პრეზიდენტმა ერდოღანმა კოსოვოს პრეზიდენტად არჩეულ შიროკა პულას მიულოცა
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი საუდის არაბეთის გვერდით დგას“
ჩეხეთის დაზვერვის გაფრთხილება: რუსეთმა შესაძლოა NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები გაააქტიუროს
ერჰურმანი ხრისტოდულიდისთან ნდობის აღდგენის ზომებს განიხილავს
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა სომხეთის მდგრადობის საფუძველს შექმნის
IMF-მა, გლობალური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა
თურქეთი: „სირთულეების მიუხედავად, სირია სწორი მიმართულებით ვითარდება“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრა:
აფეთქება ისრაელის ჩრდილოეთში: არიან დაშავებულები
პრეზიდენტი: „უსაფრთხო საკვებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ელემენტია"
ტერორისტულმა ორგანიზაციამ PKK/KCK-მ ჩრდილოეთ ერაყში, მეთინაში, 4 თავშესაფარი დატოვა