თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ განაცხადა: „ჩვენ აღარ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ღაზასა და მთელ რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, რომლებსაც ისრაელის მთავრობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის.“
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარემ, ნუმან ქურთულმუშმა პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია დუმილი შეინარჩუნოს ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის განუწყვეტელი დარღვევების წინაშე.
რომში გამართულ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქურთულმუშმა აღნიშნა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაუსჯელობის გაგრძელება“.
ქურთულმუშმა საერთაშორისო თანამეგობრობას საერთაშორისო სამართლის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა ნათლად ჩანს ღაზაში მიმდინარე მრავალწლიან ჰუმანიტარულ კატასტროფასა და გენოციდში.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ღაზასა და მთელ რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, რომლებსაც ისრაელის მთავრობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ასევე დასძინა: „ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური ინიციატივა, არამედ მორალური ვალდებულებაც იმ უდიდესი ადამიანური ტანჯვის წინაშე, რასაც ადგილი აქვს“.
ქურთულმუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის აგრესია მხოლოდ ღაზათი არ შემოიფარგლება: „მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გრძელდება ნგრევა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ებრაელი ჩასახლებულების მხრიდან ძალადობა; ისრაელი კვლავ უქმნის საფრთხეს რეგიონის ქვეყნების, მათ შორის სირიისა და ლიბანის, მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მსოფლიოს პარლამენტებმა გადადგან ნაბიჯები და იკისრონ აქტიური როლი ღაზის მოსახლეობის ტანჯვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოებს, აქტიური წვლილი შეიტანონ ღაზის მოსახლეობის ტანჯვისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევების სასწრაფოდ დასრულების საქმეში.




















