მარკ კარნი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, 22-23 ოქტომბერს თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთთინ დურანმა, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 22-23 ოქტომბერს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
დურანმა განაცხადა, რომ ამ ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლება და აღნიშნა:
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე თურქეთსა და კანადას შორის თანამშრომლობა ყველა ასპექტში შეფასდება, განხილული იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე გაიმართება აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეთანხმებების ხელმოწერა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.“



























