ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა ივან ანუშიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი სერიოზულად იარაღდება თავდასხმითი (შემტევი) სისტემებით და ფლობს ჩინური წარმოების ჰიპერბგერით რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 400 კილომეტრს აღემატება.
ივან ანუშიჩი უნგრეთის სასაზღვრო ქალაქ ლენტიში თავის უნგრელ კოლეგას, რომულუს რუსინ-სენდის შეხვდა.
შეხვედრაზე ანუშიჩმა აღნიშნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობა ხორვატიისა და უნგრეთის ინტერესებში შედის, და ისაუბრა სერბეთის შეიარაღების მიმდინარე პროცესზე.
ანუშიჩის თქმით, სერბეთი მასშტაბურად იარაღდება თავდასხმითი შეიარაღებით და შეიძინა ჩინური წარმოების ჰიპერბგერითი რაკეტები, რომელთა მოქმედების სიშორე 400 კილომეტრს აჭარბებს.
ორმა მინისტრმა ასევე განიხილა თავდაცვითი მრეწველობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ანუშიჩმა უნგრელ კოლეგას ხორვატული თავდაცვითი კომპანიების საქმიანობა და შესაძლებლობები გააცნო.




















