ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტი თუფან ერჰურმანი და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერი ნიკოს ხრისტოდულიდისი დღეს, ბუფერულ ზონაში, ორ მხარეს შორის გაეროს მიერ შემოთავაზებულ ნდობის აღდგენის ზომებზე იმსჯელებენ.
ჩკთრ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ერჰურმანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს ნდობის აღდგენის იმ 7 ზომას, რომლებიც გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა ივლისის ბოლოს კვიპროსში ვიზიტისას წამოჭრა.
ერჰურმანმა შეახსენა, რომ მათ აღნიშნული 7 ზომიდან 6 უკვე მიღებული აქვთ და განაცხადა: „შეხვედრაზე მივდივართ იმ მიზნით, რომ განვახორციელოთ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკება“.
ნდობის აღდგენის ზომები, რომლებიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა კვიპროსში ვიზიტისას დააყენა, მოიცავს:
„ჩკთრ-სა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეს შორის ახალი გადასასვლელი პუნქტების გახსნას; ნაღმების გაწმენდას და ბუფერული ზონის განაღმვას; სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ ერთობლივი რეაგირების მექანიზმის შექმნას; არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად ერთობლივი მექანიზმის ჩამოყალიბებას; სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული საკოორდინაციო და საკონსულტაციო სტრუქტურის შექმნას; ორ მხარეს შორის ერთობლივი სპორტული აქტივობების ჩატარებას და შერეული ქორწინებებიდან დაბადებული ბავშვებისთვის ევროკავშირის მოქალაქეობის უფლების მინიჭებას“.

















