ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმაში დაადანაშაულა, რომ ის ციხეში ჩაჯდომის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ირანთან კიდევ ერთ ომში ითრევს.
აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე საკუთარი ანგარიშიდან გამოეხმაურა ნეთანიაჰუს მიერ ირანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
ირანელმა მინისტრმა განაცხადა: „ნეთანიაჰუ ციხეში ჩაჯდომის თავიდან ასაცილებლად, ისრაელისა და აშშ-ის პრეზიდენტისთვის შესაძლო შედეგების უგულებელყოფით, აშშ-ს ახალ ომში ითრევს“.
არაღჩიმ აღნიშნა, რომ თავდასხმებიდან, რომლებიც ირანის „საქმის დასასრულებლად“ განხორციელდა, ირანი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა: „გსურთ თქვენი ბედი კიდევ ერთხელ სცადოთ? მიბრძანდით, სცადეთ. მაგრამ ფრთხილად იყავით — ჩვენც გვაქვს ჯერ დაუსრულებელი საქმეები“.
გაზეთ The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს „ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს“ და მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების დოქტრინაში „ირანის რეჟიმის დამხობის“ საკითხს შეეხო.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ირანის ეკონომიკის დღითიდღე გაუარესება სახალხო ზეწოლას ზრდის და შესაძლოა ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყოს“: „ჩვენი გეგმა რეჟიმის დამხობის უზრუნველსაყოფად ძალიან ყოვლისმომცველი და მტკიცე გეგმაა. სწორედ ეს ინსტრუქცია მივეცი უსაფრთხოების ყველა უწყებას“.






















