ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში არეულობის მოწყობისა და ძარცვის შემთხვევებში მონაწილე 149 ეჭვმიტანილი დააკავეს.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანენი ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ლილს ეწვია, სადაც გასულ უქმეებზე „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივი ინციდენტები მოხდა.

დარმანენმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმ სამართლებრივი ზომებით, რომლებიც „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს მომხდარი ძალადობის საპასუხოდ გატარდა.

საფრანგეთის მინისტრის განცხადებით, აქციების ფარგლებში არეულობის მოწყობისა და ძარცვის შემთხვევებში მონაწილე 149 ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამასთან, ეროვნული მედიის ცნობით, დაწყებულია გამოძიება ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე, რომლებიც გასულ უქმეებზე, პარიზში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაიღუპნენ.

პარიზის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 17 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედნის მახლობლად, 59 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

იგი სასწრაფო დახმარების პუნქტში გადაიყვანეს, თუმცა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, 19 ოქტომბრის დილას, პარიზში, ბერჟერის ქუჩაზე, 48 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. იგი აქციის დროს შეუძლოდ გახდა.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში

სტუდენტების მხარდაჭერით, „ყვითელმა ჟილეტებმა“ 17 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი ცხოვრების გაძვირებასა და საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ.

აქციების დროს დაახლოებით 2500 ადამიანი დააკავეს, ხოლო 1000-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე დაშავდა.

ძალადობრივი ინციდენტებით გამორჩეული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 3000 სავაჭრო ობიექტი დაზიანდა ან გაძარცვეს.

ცეცხლი წაუკიდეს ქალაქ ლიმოჟის მერიას და ქალაქ ლიონში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, ხოლო მარსელში დემონსტრანტებმა მერიის შენობა დააზიანეს.

მეწარმეებმა, რომელთა სავაჭრო ობიექტებიც აქციების დროს დაზიანდა, მთავრობა კრიზისის მართვის უუნარობაში დაადანაშაულეს და უკმაყოფილება გამოხატეს.

18 ოქტომბერს პარიზის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი კვლავ გამოვიდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლო საპროტესტო აქციების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ რაიონში, მათ შორის პარიზში, ლილში, ლიონში, ნიცასა და მარსელში, კომენდანტის საათის ნაწილობრივ დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

აღმოაჩინეთ
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
არაღჩი: ნეთანიაჰუ ციხის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ომში ითრევს
რუსეთმა და უკრაინამ ღამის განმავლობაში ურთიერთდარტყმები განახორციელეს
საფრანგეთში ცხოვრების სიძვირის საწინააღმდეგო პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
ირანმა საუდის არაბეთის ბრალდებები უარყო და შუამავლობა შესთავაზა
ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სერბეთი თავდასხმითი სისტემებით იარაღდება
19-მა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, კოლუმბიის მიერ ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანა დაგმო
აშშ-ში, სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 3 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა
დიზელი როგორ იქცა ახალ გეოპოლიტიკურ საბრძოლო მოედნად და რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის
ფიდანი CICA-ს მე-7 სამიტზე სიტყვით გამოვიდა
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით სკოლის სახურავი ჩამოინგრა: არის მსხვერპლი
რუსეთში, რიაზანის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
გაერომ გააფრთხილა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას კვლავ დაბრკოლებები ექმნება
ერჰურმანი ხრისტოდულიდისთან ნდობის აღდგენის ზომებს განიხილავს
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა სომხეთის მდგრადობის საფუძველს შექმნის
თურქეთი: „სირთულეების მიუხედავად, სირია სწორი მიმართულებით ვითარდება“
აფეთქება ისრაელის ჩრდილოეთში: არიან დაშავებულები