პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევთან სატელეფონო საუბარი გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საუბრისას თურქეთ-ბულგარეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრისას აღნიშნა, რომ გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსავითარებლად და კვლავ განახორციელებენ კონკრეტულ ქმედებებს თანამშრომლობის გასაღრმავებლად, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონტაქტებს ამყარებს რუსეთთან და უკრაინასთან, მწუხარება გამოთქვა ბულგარეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მომხდარი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის გამო და მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რადევი ასევე მიიწვია COP31-ის ლიდერთა სამიტზე, რომელიც 11-12 ნოემბერს ანტალიაში გაიმართება.





















