კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ორშაბათს Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ღამის საათებში უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მეტროს სადგურს დარტყმა მიადგა და 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა არასაცხოვრებელი შენობები და სამედიცინო დაწესებულება, გარდა ამისა, დაშავდა სამი ადამიანი.
Reuters-თან საუბარში თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა მცირე პაუზის შემდეგ განაახლა კრიტიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც რუსეთის მიერ ტალღებად გაშვებული სწრაფი რაკეტების შესახებ დროული გაფრთხილების მიღებას უზრუნველყოფს.
იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევაში შუამავლობას ცდილობს, ზელენსკი შეხვდა აშშ-ის სამშვიდობო წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, რომლებიც თვის დასაწყისში კიევს ესტუმრნენ.




















