ტაილანდის მასშტაბით ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა.
გაზეთ Bangkok Post-ის ინფორმაციით, რომელიც ტაილანდის კატასტროფების პრევენციისა და მართვის დეპარტამენტის განცხადებას ეყრდნობა, დედაქალაქ ბანგკოკთან ერთად კიდევ 22 რეგიონში, წყლის დონის კლების მიუხედავად, წყალდიდობა კვლავ გრძელდება.
ბოლო ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობებს 80 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიამ დაახლოებით 604 265 ოჯახი და 1 მილიონ 830 ათასი ადამიანი დააზარალა.



















