აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, და დასძინა: „დაელოდეთ და ნახავთ, რას ვუზამთ ირანს“.
ალასკის შტატის ქალაქ უასილაში, 3 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნებისადმი მიძღვნილ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, და განაცხადა: „დაელოდეთ და ნახავთ, რას ვუზამთ ირანს. ჩვენ მათ ჭკუას ვასწავლით“.















