უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ შესაძლოა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით ან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით შეხვდეს.
საინფორმაციო სააგენტო „RBK-Ukrayna“-სთან საუბრისას სიბიჰამ შეაფასა 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების ხელახლა გამართვა აუცილებელია და ისინი ამისთვის მზად არიან: „გვსურს, ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს. მშვიდობის კიდევ უფრო დასაახლოებლად უმცირეს შესაძლებლობასაც კი გამოვიყენებთ“, — განაცხადა სიბიჰამ.
ომის დასასრულებლად ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრისას სიბიჰამ დასძინა, რომ ეს შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით ან პრეზიდენტ ერდოღანის შუამავლობით განხორციელდეს.
















