სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა იორდანიის ქალაქ კერეკში მდებარე ეკლესიაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ მკაცრად გმობენ ეკლესიაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, ნათქვამია: „ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და იორდანიის ხალხს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ქვეყნის ერთიანობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ამ საზარელი თავდასხმის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სოლიდარობას იორდანიასთან“.
იორდანიის ქალაქ კერეკში მდებარე ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაიჭრა.
იორდანიის პრემიერ-მინისტრმა ჯაფარ ჰასანმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.





















