ლიბიის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საზღვაო იურისდიქციის ზონების განსაზღვრას ეხება.
პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ბენღაზში შეიკრიბა.
განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა 2019 წელს ეროვნული თანხმობის მთავრობასა და თურქეთს შორის ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო იურისდიქციის ზონების გამიჯვნის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმი, ნათქვამია:
„წარმომადგენელთა პალატამ ასევე ერთხმად გააუქმა პალატის 2020 წლის №1 დადგენილება, რომელიც ეროვნული თანხმობის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის გაფორმებული ორი ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა“.





















