ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
ბერდიმუჰამედოვის საქართველოს ვიზიტი დღეს დასრულდება.
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ მუშაობენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ბერდიმუჰამედოვი და კობახიძე ერთმანეთს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ბერდიმუჰამედოვის ვიზიტი თბილისში მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და დასძინა: „მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს თურქმენეთთან ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავების მიმართ“.

კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკა და კულტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი შეხვედრისას განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა „შუა დერეფნის“ მარშრუტზე მეტი ტვირთის მოზიდვა.

ბერდიმუჰამედოვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო წინ წაწევის საკითხები.

ბერდიმუჰამედოვმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოში გამართული შეხვედრების შედეგებით და განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით პოლიტიკური ურთიერთობების გაფართოებაზე, თანამშრომლობისა და დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებაზე, რათა ჩვენი ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია“.

ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა შემდეგი:

„სამხრეთ კავკასია კასპიის-კავკასიის მარშრუტის ნაწილია და ამ კონტექსტში მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პორტფელი მოიცავს ისეთ პერსპექტიულ პროექტებს, როგორიცაა ლაპის ლაზულის მარშრუტი, რომელიც აერთიანებს ავღანეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, და კასპიის-შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს“.

ბერდიმუჰამედოვი თბილისში ვიზიტის ფარგლებში გუშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ბერდიმუჰამედოვის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა