ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ჩინეთმა ორბიტაზე 10 თანამგზავრი გაუშვა; მათგან რვა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი თანამგზავრია
ჩინეთის მიერ ორბიტაზე 2 800 თანამგზავრისგან შემდგარი ხელოვნური ინტელექტის ქსელის შექმნის გეგმის ფარგლებში განხორციელებული ამ მისიის რვა თანამგზავრი მაღალი წარმადობის გამოთვლით, ლაზერული კავშირისა და გაგრილების ტექნოლოგიებს გამოცდის.
ჩინეთმა ორბიტაზე 10 თანამგზავრი გაუშვა; მათგან რვა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი თანამგზავრია
ჩინეთმა ორბიტაზე 10 თანამგზავრი გაუშვა; მათგან რვა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი თანამგზავრია / AFP

როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ (Xinhua) ოთხშაბათს იტყობინება, ჩინეთმა მზიდი რაკეტა Zhuque-2E Y4-ის გამოყენებით 10 თანამგზავრი წარმატებით გაუშვა. აქედან რვა თანამგზავრი ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი შესაძლებლობების გასავითარებლად არის შექმნილი.

„სინხუას“ ცნობით, რაკეტა ადგილობრივი დროით 19:40 საათზე (11:40 GMT) ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე დუნფენის კომერციული კოსმოსური ინოვაციების საპილოტე ზონიდან აფრინდა და ათივე თანამგზავრი დაგეგმილ ორბიტაზე გაიყვანა.

რვა თანამგზავრი ჩინური კომერციული საავიაციო და კოსმოსური კომპანია ADAspace-ის მიერ შემუშავებული პროექტის, „Star Compute“-ის მეორე ჯგუფს ეკუთვნის.

„განთიად-შებინდების“ (dawn-dusk) ორბიტებზე სამუშაოდ შექმნილი ეს თანამგზავრები აღჭურვილია მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემებით, ლაზერული კავშირის აპარატურითა და დაბალი განათების პირობებისადმი მგრძნობიარე კამერებით.

თანამგზავრები გამოცდის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა 10 000 ვატის სიმძლავრის სითხოვანი გაგრილების სისტემები, გაფართოებადი გაგრილების სტრუქტურები, კოსმოსური ლაზერული საკომუნიკაციო ქსელები და უშუალოდ ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის საბაზისო მოდელების სწავლება.

ADAspace-მა განაცხადა, რომ ეს მისია დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებასა და კომერციულ გამოყენებას კოსმოსური გამოთვლების სფეროში.

ორბიტალური ხელოვნური ინტელექტის ქსელის გეგმები

კომპანია მიზნად ისახავს ორბიტაზე 2 800 გამოთვლითი თანამგზავრისგან შემდგარი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნას.

პირველი 12 თანამგზავრისგან შემდგარი ჯგუფი 2025 წლის მაისში გაუშვეს. ADAspace-მა იანვარში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Alibaba-ს Qwen3 ხელოვნური ინტელექტის მოდელის ორბიტალურ გამოთვლით ქსელში ინტეგრირებით უზრუნველყო ხელოვნური ინტელექტის ოპერაციების უშუალოდ კოსმოსში განხორციელება.

კომპანია 2030 წლისთვის 1 000 თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას, ხოლო 2035 წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური თანამგზავრული ქსელის დასრულებას გეგმავს.

აღმოაჩინეთ
ჩეხეთის დაზვერვის გაფრთხილება: რუსეთმა შესაძლოა NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები გაააქტიუროს
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა სომხეთის მდგრადობის საფუძველს შექმნის
IMF-მა, გლობალური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა
თურქეთი: „სირთულეების მიუხედავად, სირია სწორი მიმართულებით ვითარდება“
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრა:
აფეთქება ისრაელის ჩრდილოეთში: არიან დაშავებულები
პრეზიდენტი: „უსაფრთხო საკვებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ელემენტია"
ტერორისტულმა ორგანიზაციამ PKK/KCK-მ ჩრდილოეთ ერაყში, მეთინაში, 4 თავშესაფარი დატოვა
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მრეწველობას რეკორდული სანქციები დაუწესა
უკრაინა: „ზელენსკი შესაძლოა პუტინს პრეზიდენტ ერდოღანის შუამავლობით შეხვდეს“
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
გაერო: „ჯიბუტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა“
აშშ-ში მოსამართლემ სახელმწიფო რესურსებით დაფინანსებული რეკლამების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
დურანის რეაქცია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებებზე:
თურქეთმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა ჰუსიტების თავდასხმები ერთობლივი განცხადებით დაგმეს