ᲝᲛᲘ ᲦᲐᲖᲐᲨᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
ისრაელის მედია: ნეთანიაჰუ ღაზის სრულ ოკუპაციას გეგმავს
ისრაელის მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს გაფართოებული თავდასხმისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.
ისრაელის მედია: ნეთანიაჰუ ღაზის სრულ ოკუპაციას გეგმავს
/ Reuters

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო გადაწყვეტილება ღაზის სრული ოკუპაციისა და რეგიონში სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ.

ნეთანიაჰუსთან დაახლოებულმა მაღალჩინოსანმა ორშაბათს საღამოს გაზეთ „Yedioth Ahronoth“-თან საუბარში განაცხადა: „კამათელი გაგორებულია, ჩვენ ღაზის სრულ ოკუპაციას მოვახდენთ“.

იგივე წყარომ აღნიშნა: „ოპერაციები ჩატარდება იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც მძევლები იმყოფებიან. თუ ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი ამას შეეწინააღმდეგება, ის უნდა გადადგეს“.

ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ისრაელის ღაზის სტრატეგიაში დიდ ცვლილებაზე მიუთითებს და მოსალოდნელია, რომ ოპერაციები ახლა უკვე მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, მათ შორის ლტოლვილთა ცენტრალურ ბანაკებშიც ჩატარდება.

„მწვანე შუქი“

საზოგადოებრივი მაუწყებელი „KAN“-ი, მინისტრებზე დაყრდნობით, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ნეთანიაჰუს, იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების სტრუქტურების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთი „Yedioth Ahronoth“ კი ამტკიცებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს ამ გაფართოებული თავდასხმისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.

ისრაელის არმია, საერთაშორისო საზოგადოების ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებების უგულებელყოფით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმას ახორციელებს. თავდასხმების შედეგად ამ დრომდე დაახლოებით 61,000 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა თითქმის ნახევარი ქალი და ბავშვია.

გენოციდის ნიშნების მქონე ისრაელის თავდასხმებმა ღაზა მიწასთან გაასწორა და რეგიონი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა