ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის წარმოების MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) ჩამოაგდეს.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰორმუზის სრუტის თავზე MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა და ჩამოაგდო.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
აშშ-ის არმიას კი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
აშშ-ის მიერ 1990-იან წლებში შექმნილი MQ-1 ტიპის დრონი თავდაპირველად დაკვირვებისა და წინასწარი დაზვერვის მიზნით გამოსაყენებლად იყო გათვლილი. მოგვიანებით ამ დრონებს ახალი კამერები და რაკეტები დაემატა.



















