სომალელებმა თურქეთის მხრიდან მათი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისადმი მადლობის გამოსახატავად აქციები გამართეს.
სომალის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის მოადგილემ, ნასრა ბაშირ ალიმ, აქციის ამსახველი კადრები ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
ალიმ თავის პოსტში აღნიშნა: „სხვადასხვა ადგილას იმართება აქციები თურქეთის რესპუბლიკისადმი მადლიერების გამოსახატავად იმის გამო, რომ იგი სომალის გვერდით დგას და ქვეყანას მხარს უჭერს. მადლობა, თურქეთო“.
ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲔᲑᲣᲚᲘ
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მონაწილეებმა, რომელთა შორისაც უამრავი ქალი იყო, ტრიბუნები შეავსეს და ხელში თურქეთისა და სომალის დროშები ეჭირათ.
აქციის მონაწილეებმა თურქეთის დიდი დროშა გაშალეს და სომალის მხარდაჭერისთვის თურქეთს მადლობა გადაუხადეს.


















