რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან აშშ-ის საჰაერო ძალების მდივნის, ტროი მეინკის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მათ აქვთ კოსმოსის გასაკონტროლებლად საჭირო შეიარაღება.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხში დესტრუქციულ ხაზს მიჰყვება და ხაზი გაუსვა, რომ ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, და განაცხადა:
„ვაშინგტონი მზადაა საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სრულად უგულებელყოს კატასტროფული შედეგები, რაც კოსმოსში ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტს მოჰყვება კაცობრიობისთვის. ეს საფრთხეს უქმნის კოსმოსურ საქმიანობას და ქვეყნების მიერ კოსმოსის ათვისების შესაძლებლობას, ასევე ქმნის რისკებს დედამიწაზე მიმდინარე მრავალი სოციალური და ეკონომიკური პროცესისთვის. აუცილებელია სასწრაფოდ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად“.
სპიკერმა ზახაროვამ დასძინა, რომ კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის თაობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.


















