აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მიიღო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, „ალიევმა მიიღო ფიდანი, რომელიც ბაქოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია“.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის საძმო და სტრატეგიული მოკავშირეობის ურთიერთობები ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება და თანამშრომლობა „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ პრინციპის საფუძველზე კიდევ უფრო მტკიცდება.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს აზრები ალტერნატიული ენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ახალი გზების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთისა და აზერბაიჯანის ლოჯისტიკურ მნიშვნელობას, კერძოდ, მათ როლს, როგორც მნიშვნელოვანი ხიდისა ევროპასა და აზიას შორის; ასევე, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მომავალი, რეგიონული საკითხები და ურთიერთინტერესის სხვა თემები.
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვსაც შეხვდა.






















