ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთმა დაგმო ისრაელის ჩარევა ღაზის დახმარების ფლოტილიის წინააღმდეგ საერთაშორისო წყლებში
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ქმედება „მეკობრეობის ახალ აქტად“ შეაფასა და დაკავებული აქტივისტების უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
თურქეთმა დაგმო ისრაელის ჩარევა ღაზის დახმარების ფლოტილიის წინააღმდეგ საერთაშორისო წყლებში
თურქეთმა დაგმო ისრაელის ჩარევა ღაზის დახმარების ფლოტილიის წინააღმდეგ საერთაშორისო წყლებში / AA

ორშაბათს თურქეთმა დაგმო ისრაელის მიერ საერთაშორისო წყლებში ღაზისკენ მიმავალი „გლობალური სუმუდის“ ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერება და მას „მეკობრეობის ახალი აქტი“ უწოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია ფლოტილიის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ვგმობთ ისრაელის ძალების მიერ საერთაშორისო წყლებში განხორციელებულ ჩარევას „გლობალური სუმუდის“ ფლოტილიის წინააღმდეგ, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით შეიქმნა, და ამას ვაფასებთ როგორც მეკობრეობის ახალ აქტს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფლოტილიაში დაახლოებით 40 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა და ხაზგასმულია, რომ ისრაელის „თავდასხმისა და დაშინების პოლიტიკა“ ვერ შეაფერხებს საერთაშორისო სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ.

სამინისტრომ ასევე მოუწოდა ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და უპირობოდ გაათავისუფლოს დაკავებული მონაწილეები.

თურქული მხარის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს ფლოტილიაში მყოფი თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და მოვლენების განვითარებას სხვა ქვეყნებთან კოორდინაციით აკვირდებიან.

ორშაბათს ისრაელის არმია საერთაშორისო წყლებში თავს დაესხა „გლობალური სუმუდის“ ჰუმანიტარულ ფლოტილიას. ფლოტილიიდან გადაცემულ პირდაპირ ეთერებში ჩანდა, თუ როგორ აჩერებდნენ ისრაელის საზღვაო ძალები გემებს სათითაოდ.

ისრაელის გაზეთ Yedioth Ahronoth-ის ცნობით, დაკავებული აქტივისტები, აშდოდის პორტში გადაყვანამდე, სამხედრო-საზღვაო ხომალდზე გადაიყვანეს, რომელიც „მცურავ ციხედ“ იყო დახასიათებული.

„გლობალური სუმუდის“ დახმარების ფლოტილიამ კი თავის განცხადებაში მოითხოვა „უსაფრთხო დერეფანი“ ღაზის ჰუმანიტარული მისიისთვის და ისრაელი „უკანონო მეკობრეობაში“ დაადანაშაულა.

ფლოტილიის განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის ძალები ჩვენს ერთ-ერთ პირველ ნავს საერთაშორისო წყლებში, დღისით-მზისით დაესხნენ თავს, მაშინ როცა სამხედრო გემებმა ფლოტილია შეაჩერეს“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხო გავლას ჩვენი კანონიერი და არაძალადობრივი ჰუმანიტარული მისიისთვის“.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“
აშშ-მა და სირიამ ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს შეხვდა
სომალიში თურქეთის მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვის მიზნით დემონსტრაციები გაიმართა
ერდოღანი: „ჩვენი ერი საფრთხეებს ავარიდეთ“
უკრაინა: „რუსეთის არმიამ გასულ ღამეს 200 უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო თავდასხმები განახორციელა“
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
აშშ-მა პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა
გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტის დასავლეთით MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
იშლება თუ არა დიდი ბრიტანეთი? შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ნაბიჯები გამოყოფისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა
საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 25 დაიკარგა