ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
მე-8 ეთნოსპორტის კულტურული ფესტივალი დაიწყო
მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის მიერ ორგანიზებულმა მე-8 ეთნოსპორტის კულტურულმა ფესტივალმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ეთნოსპორტის მოყვარულების მიღება დაიწყო.
მე-8 ეთნოსპორტის კულტურული ფესტივალი დაიწყო
მე-8 ეთნოსპორტის კულტურული ფესტივალი დაიწყო

მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის მიერ ორგანიზებულმა მე-8 ეთნოსპორტის კულტურულმა ფესტივალმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ეთნოსპორტის მოყვარულების მიღება დაიწყო.

ფესტივალი, რომლის საკომუნიკაციო პარტნიორიც თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ა და რომელიც წელს 21-24 მაისს ტარდება, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მოწყობილი „ხანის კარვის“ წინ მოსწავლეების მიერ „გულბანქის“ ტრადიციით შესრულებული წარმოდგენით გაიხსნა. რის შემდეგაც სცენაზე სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსამბლის „მეჰთერანის“ გუნდი გამოვიდა.

გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ბილალ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფესტივალის განმავლობაში კულტურული სიმდიდრე ყველასთვის ერთობლივად ხელმისაწვდომი იქნება.

ბილალ ერდოღანმა მიესალმა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, პირველ რიგში ჭიდაობა და ჯირითობის სპორტის სახეობები.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ბავშვები და ოჯახები ტრადიციულ კულტურას ეზიარებიან: „წელსაც აქ, 4 დღის განმავლობაში, ჩვენი კულტურის სიმდიდრეს ყველანი ერთად ვიგრძნობთ. ჩვენს შვილებთან და უფროსებთან ერთად, მთელი ოჯახით ვიგრძნობთ ტრადიციის სურნელსა და ატმოსფეროს და აქ ერთად ვუმასპინძლებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარ ხელოვანებს, სპორტსმენებსა და კულტურის მოღვაწეებს. ბავშვები, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ, დაინახავენ და იგრძნობენ, რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნება“, - განაცხადა მან.

ბილალ ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა სტამბოლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე და სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბავშვებთან ერთად სიმბოლური ლენტი გაჭრა, რითაც ფესტივალი ოფიციალურად გახსნა.

აღმოაჩინეთ
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა