ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ დაასრულა თავისი კონტინენტთაშორისი ფეხით მოგზაურობა, რომელიც 28 წლის წინ ჩილეში დაიწყო, რათა ინგლისის ქალაქ ჰალში მდებარე სახლში დაბრუნებულიყო.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბუშბიმ 29 ქვეყანა გაიარა და 28-წლიანი, დაახლოებით 60 ათას კილომეტრიანი კონტინენტთაშორისი ფეხით სიარულის შემდეგ ქალაქ ჰალში დედის სახლს მიადგა.
ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასში დაწყებულ და ინგლისის ქალაქ ჰალში დასრულებულ მოგზაურობაზე საუბრისას, ბუშბიმ ქალაქში შეკრებილი უამრავი ადამიანის მიერ დახვედრაზე აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, სახლში არცერთ დაბრუნებას არ შეხვედრიან ასე. ეს სრული სიგიჟეა“.
ბუშბიმ, რომელიც 10 წლის შემდეგ პირველად შეხვდა პირისპირ თავის 75 წლის დედას, ანჯელა ბუშბის - რომელიც, როგორც დაჰპირდა, ბავშვობის სახლში ელოდებოდა - უთხრა: „ცოტა შეცვლილხარ. გილოცავ, რომ დამელოდე“.
დედა ბუშბიმ, რომელიც თავის 36 წლის ვაჟს ბოლოს 2014 წელს შეხვდა, 12 წლის შვილიშვილი პირველად ნახა.
ბუშბიმ მადლობა გადაუხადა დამხვდურ ხალხს: „აქ მოსასვლელად უზარმაზარი გზა გავიარე. უცხო ადამიანებმა იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც გავიარე, დიდი სიკეთე გამოიჩინეს, რათა აქამდე მოვსულიყავი. ეს მარტოს არ გამიკეთებია. ჩვენ დიდი გუნდი ვიყავით - მსოფლიოს გუნდი“.
ბუშბიმ დაახლოებით 40 ათას კილომეტრიანი ყველაზე გრძელი ფეხით მსვლელობის რეკორდიც მოხსნა და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფეხით შემოუარა.
გზაში გამოსვლისას 29 წლის, დღეს კი 57 წლის ბუშბი ბრიტანეთის არმიიდან, სადაც მედესანტედ მსახურობდა, სწორედ იმისთვის წამოვიდა, რომ განეხორციელებინა კონტინენტთაშორისი შინ დაბრუნების მოგზაურობა, რომლის დასრულებასაც თავდაპირველად 12 წელიწადში გეგმავდა.
მოგზაურობის ყოველგვარი სატრანსპორტო საშუალების გარეშე, მხოლოდ ფეხით დასრულების მიზნით, ბუშბიმ 2006 წელს ბერინგის სრუტე მყინვარებზე სიარულითა და ცურვით გადალახა.
2025 წლის თებერვალში ართვინის გავლით თურქეთში შესულმა ბუშბიმ სექტემბერში ედირნე დატოვა, რათა მოგზაურობის ბულგარეთის ეტაპი დაეწყო.
საფრანგეთიდან ცურვით 5 ოქტომბერს ინგლისში გადასული ბუშბი, 1 ნოემბერს - თავისი მოგზაურობის დაწყების ზუსტად 28-ე წლისთავზე - ქალაქ ჰალის ცნობილ ჰამბერის ხიდზე გადავიდა და ქალაქში შევიდა.
წარსულში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ბუშბიმ აღნიშნა, რომ ეს მოგზაურობა „ძალიან მოსაწყენი“ იყო.


























