ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
პალესტინელმა ფოტოგრაფმა საჰერ ალღორამ ღაზაში თავისი მუშაობისთვის 2026 წლის პულიცერის პრემია მოიპოვა
ალღორას ეს ჯილდო ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის „შთამბეჭდავი და ფაქიზი“ დოკუმენტირებისთვის მიენიჭა.
პალესტინელმა ფოტოგრაფმა საჰერ ალღორამ ღაზაში თავისი მუშაობისთვის 2026 წლის პულიცერის პრემია მოიპოვა
პალესტინელი ფოტოგრაფის, საჰერ ალღორას მიერ გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ღაზაში ისრაელის დაბომბვის შედეგად დაჭრილი ბავშვები. (არქივი) / AP

პალესტინელმა ფოტოგრაფმა საჰერ ალღორამ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის ამსახველი შთამბეჭდავი ნამუშევრებისთვის 2026 წლის პულიცერის პრემია მოიპოვა.

ალღორა, რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობს, ჯილდოზე წარდგენილ იქნა ნამუშევრების სერიისთვის, რომლებიც პულიცერის პრემიის ადმინისტრატორმა მარჯორი მილერმა „შთამბეჭდავად“ და „ფაქიზად“ დაახასიათა.

ალღორას ფოტოები ასახავს შიმშილსა და ნგრევას, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია.

მილერმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას მზარდი დაბრკოლებების ფონზე.

პულიცერის პრემიის გარდა, ალღორამ ოქტომბერში საფრანგეთში გამართულ 32-ე Prix Bayeux-Calvados-Normandie-ზე ომის ფოტოგრაფიის კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

ალღორას ჯილდოს მფლობელმა ნამუშევარმა, სახელწოდებით „ხაფანგში მოქცეული ღაზა: ცეცხლსა და შიმშილს შორის“, აჩვენა ალყაში მოქცეული ცხოვრების რეალობა და იმ სამოქალაქო პირების მდგომარეობა, რომლებიც დაბომბვასა და შიმშილს შორის აღმოჩდნენ.

საგამოძიებო და ეროვნული რეპორტაჟი

სააგენტო „როიტერმა“ კი ეროვნული რეპორტაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა მთავრობების მიერ საკუთარი გავლენის გამოყენების დოკუმენტირებისთვის.

ამასთანავე, „როიტერის“ ჟურნალისტებმა, ჯეფ ჰორვიცმა და ენგენ თამმა, მოიპოვეს ჯილდო დარგობრივი რეპორტაჟის კატეგორიაში იმ როლის გამოაშკარავებისთვის, რომელსაც კომპანია Meta მომხმარებლების „თაღლითობისა და ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციის“ საფრთხის წინაშე დაყენებაში ასრულებდა.

საზოგადოებრივი სამსახურის კატეგორიაში „ვაშინგტონ პოსტმა“ მიიღო ჯილდო ფედერალური უწყებების „ქაოსური რესტრუქტურიზაციის“ შესახებ მომზადებული მასალებისთვის.

„მაიამი ჰერალდის“ ჟურნალისტ ჯული კ. ბრაუნს გადაეცა სპეციალური სიგელი ჯეფრი ეპშტეინის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობის გამოსავლენად გაწეული დაჟინებული ძალისხმევისთვის.

აღმოაჩინეთ
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს