ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
საფრანგეთის მრავალ ქალაქში ლიცეუმების ბლოკირების აქციები განახლდა
ქვეყნის წამყვანმა განათლების პროფკავშირებმა მასწავლებლებს 5 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.
საფრანგეთის მრავალ ქალაქში ლიცეუმების ბლოკირების აქციები განახლდა
საფრანგეთის მრავალ ქალაქში ლიცეუმების ბლოკირების აქციები განახლდა

საფრანგეთში ლიცეუმელებმა, რომლებმაც მთავრობის დაპირებები არასაკმარისად მიიჩნიეს, მრავალ ქალაქში სკოლების ბლოკირების აქციები განაახლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქ პარიზის გარდა, მარსელში, ტულუზაში, რენსა და ლიონში ასობით ლიცეუმელმა საპროტესტო აქციები გამართა და სკოლების შესასვლელები ჩაკეტა.

მარსელში აქციებმა 75 სკოლა მოიცვა, ხოლო 7 ლიცეუმში ბლოკირება კვლავ გრძელდება. ტულუზაში, ბერტელოსა და არენის ლიცეუმების წინ მოსწავლეებმა ნაგვის ურნებითა და ბარიკადებით სკოლაში შესვლა შეაფერხეს.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ რადიო France Inter-თან განაცხადა, რომ ილ-დე-ფრანსის რეგიონში (რომელშიც დედაქალაქი პარიზიც შედის), ნორის დეპარტამენტსა და ტულუზაში ზოგიერთ სკოლაში აქციების გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა.

ამასთანავე, ქვეყნის წამყვანმა განათლების პროფკავშირებმა მასწავლებლებს 5 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირის, CGT-ის გენერალურმა მდივანმა სოფი ბინემ ტელეარხ France 2-თან საუბრისას აღნიშნა, რომ 5 ნოემბერს კონტრაქტორი მასწავლებლები, პენსიონერები, ახალგაზრდები და განათლების სფეროს თანამშრომლები ერთობლივ აქციას გამართავენ.

ბინეს განცხადებით, აქციებზე ხელფასების გაზრდისა და მთავრობის ბიუჯეტის გადახედვის მოთხოვნას დააყენებენ.

მთავრობამ პირობა გასცა

განათლების მინისტრმა ჟეფრემ განაცხადა, რომ ლიცეუმებში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდებოდა, ამ ფარგლებში 920 კონტრაქტორ პედაგოგთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დასრულდებოდა და 500-ზე მეტი დამატებითი ადგილი შეიქმნებოდა.

მან ასევე პირობა დადო, რომ 2028 წლისთვის შეიცვლებოდა უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების შეტანის პლატფორმა Parcoursup-ი. ჟეფრემ აღნიშნა, რომ სკოლების კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით — რაც ზაფხულში ზედმეტად ცხელი, ხოლო ზამთარში ცივი სკოლების გათბობა-გაგრილების სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებს — 2030 წლამდე შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი 4 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გამოიყოფა.

მთავრობის დაპირებებით უკმაყოფილო ლიცეუმელებმა ბლოკირების აქციების განახლებისკენ მოუწოდეს.

საფრანგეთში ლიცეუმის მოსწავლეები 17 სექტემბრიდან აწყობენ აქციებს სწავლის პირობების გაუმჯობესების, სკოლებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემისა და მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით. მთავრობასა და ლიცეუმელთა პროფკავშირებსა და წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პერიოდში პროტესტმა იკლო, ხოლო მთავრობამ განათლების სექტორთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებები აიღო.

აქციების ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფკავშირები, დაახლოებით 8 ათასი ადამიანი იყო დაკავებული.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი: XXI საუკუნე „თურქული სამყაროს საუკუნე“ იქნება
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ლაგარდი გადადგა
დურანი: თურქეთისთვის თავდაუზოგავად და მტკიცედ მუშაობას გავაგრძელებთ
პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
უგანდაში 3,6 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას
შვედეთში მთავრობის თანამშრომლები ChatGPT-სა და Claude-ს აღარ გამოიყენებენ
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
ევროკავშირი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ამანათებზე დამატებით გადასახადს დააწესებს
ისრაელის ოპოზიციამ ამომრჩეველს ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად საარჩევნო ყუთებთან მისვლისკენ მოუწოდა
არაბული კოალიცია: „ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა განადგურდა"
ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთმა უკრაინაში, ხერსონის მიმართულებით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა