რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების გამო, ხერსონის მიმართულებით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
სამინისტროს განცხადებაში ქალაქ ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ იყო საუბარი.
„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, დასახლება ოლეშკიში, ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მზადების ფარგლებში, მოსკოვის დროით 04:00 საათიდან ხერსონის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში, ქალაქ ოლეშკიში დაგეგმილი ჰუმანიტარული ოპერაციის გამო, 27 ოქტომბრიდან ხერსონის მიმართულებით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ასევე განაცხადა, რომ ქალაქ ოლეშკის მიმართულებით განაღმვით სამუშაოებს აგრძელებდნენ.




















