აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს გადაუხდიან, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების გამყალბებლებს დააკავებენ და მათ სასამართლო განაჩენით დამნაშავედ ცნობენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
„ყველას, ვინც წარსულ არჩევნებში ან 2026 წლის მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში საარჩევნო გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, 1 მილიონი დოლარი გადაეცემა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გაყალბების განმახორციელებელ პირებს დააკავებენ და მათ დამნაშავედ ცნობენ“, — დაწერა ტრამპმა.
ტრამპი მანამდე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ჯო ბაიდენთან დამარცხდა, ხმები მოპარეს. ამ საკითხის გარშემო დებატები შეერთებულ შტატებში დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.


























