ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
პრეზიდენტის თასის მე-6 საერთაშორისო იახტების რბოლის ჩკთრ-ს ეტაპი დაიწყო
პრეზიდენტის თასის მე-6 საერთაშორისო იახტების რბოლის ჩკთრ-ს ეტაპი დაიწყო
პრეზიდენტის თასის მე-6 საერთაშორისო იახტების რბოლის ჩკთრ-ს ეტაპი დაიწყო
/ AA

პრეზიდენტის თასის მე-6 საერთაშორისო იახტების რბოლის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ), არკინ კარპაზ გეით მარინას ეტაპს, სტარტი მარმარისიდან მიეცა.

კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის ისტორიული მნიშვნელობის აღსანიშნავად, მშვიდობისა და თავისუფლებით მომავლის იმედით, 20 ივლისს მარმარისიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისკენ დაძრული იალქნიანი ნავები რბოლას 25 ივლისს დაასრულებენ.

პრეზიდენტის პატრონაჟით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოსთან (TGA) თანამშრომლობით, სტამბოლის ღია ზღვის იახტების რბოლის კლუბის ორგანიზებით და DHL Express-ის მთავარი სპონსორობით გამართული რბოლის მეორე ეტაპზე, 150 სპორტსმენი 340 მილის სიგრძის მარშრუტზე ერთმანეთს დაუპირისპირდება.

სამშვიდობო ოპერაციის 51-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული რბოლა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი პატივისცემასთან ერთად, „ლურჯი სამშობლოს“ ერთგულების ძლიერ სიმბოლოდ მოგვევლინება.

ეტაპის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს წელს პირველად გადაეცემა არკინის შემოქმედებითი ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სპეციალური თასი.

მონაწილეები მარმარისის ყურედან გამგებელმა ნურულა ქაიამ, სამხრეთ საზღვაო ზონის სარდალმა, კონტრ-ადმირალმა რაფეთ ოქტარმა, აქსაზის საზღვაო ბაზის სარდალმა, ბრიგადის ადმირალმა ნესლიმ ესქიმ და Arkın Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ერბილ არკინმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.

სტამბოლის ღია ზღვის იახტების რბოლის კლუბის პრეზიდენტმა, ექრემ იემლიჰაოღლუმ კი განაცხადა, რომ ნოემბერში მარმარისიდან კარპაზამდე კიდევ ერთი რბოლა გაიმართება და აღნიშნა, რომ ისინი თურქეთის ოთხივე კუთხეში თავიანთი დროშის ქვეშ ასპარეზობას გააგრძელებენ.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირის გაფრთხილება
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისა, ისრაელმა ლიბანზე ახალი თავდასხმები განახორციელა
ანკარამ და ლონდონმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმეს
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს
ისრაელმა ლიბანელი ჟურნალისტი ამალ ხალილი მოკლა
პუტინი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა მხოლოდ შეთანხმების დასასრულებლად
ერდოღანმა შტაინმაიერს განუცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე ომები ევროპას ასუსტებს
გერმანია რუსეთის შესაკავებლად 2039 წლისთვის ევროპის უძლიერესი არმიის შექმნას გეგმავს
ნატოს გენერალურმა მდივანმა თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული რევოლუცია შეაქო
ფილიპინებში ხანძარმა ასობით სახლი გაანადგურა, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა
ირანმა გაეროს აშშ-ის ქმედების დაგმობა სთხოვა და ყურის ქვეყნები გააფრთხილა
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვენსის ვიზიტი პაკისტანში ამჯერად გაუქმდა
ბრიტანეთი და საფრანგეთი სათავეში ჩაუდგებიან კოალიციას, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტის გახსნაა
თურქეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის დანიშვნას „ისტორიულ“ ნაბიჯად აფასებს
ისრაელელი ჯარისკაცების სინდისის ქენჯნა