ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის დანიშვნას „ისტორიულ“ ნაბიჯად აფასებს
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მეჰმეთ სემან აღაოღლუს დანიშვნა წინგადადგმული ნაბიჯია მრავალფეროვან რეგიონში ინკლუზიურობის, წარმომადგენლობითი სამართლიანობისა და სოციალური მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით.
თურქეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის დანიშვნას „ისტორიულ“ ნაბიჯად აფასებს
თურქეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის დანიშვნას „ისტორიულ“ ნაბიჯად აფასებს / AA

თურქეთი მიესალმა ერაყის ქალაქ ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის დანიშვნას და ეს ფაქტი ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში ინკლუზიურობისა და წარმომადგენლობითი სამართლიანობის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყის თურქმენთა ფრონტის თავმჯდომარემ, მეჰმეთ სემან აღაოღლუმ, ორშაბათს ერაყის პრეზიდენტისგან მანდატი მიიღო და ოფიციალურად შეუდგა ქირქუქის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას. აღაოღლუ ქირქუქის პროვინციულმა საბჭომ გუბერნატორად 16 აპრილს აირჩია.

სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კულტურული მრავალფეროვნებისა და პლურალისტური სტრუქტურის მქონე ქირქუქში თურქმენი გუბერნატორის არჩევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა ინკლუზიურობის, წარმომადგენლობითი სამართლიანობისა და სოციალური მშვიდობის განმტკიცების მხრივ“.

უწყებამ განმარტა, რომ აღნიშნული დანიშვნა არის „თურქმენი თანამემამულეების - ერაყისა და ქირქუქის ძირძველი შემადგენელი ნაწილის - ლეგიტიმური უფლების დაგვიანებული აღდგენა“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ქირქუქში მაღალი დონის ადმინისტრაციული პოსტების როტაციული პრინციპით განაწილება ეთნოსებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, სამართლიანი და თანასწორი მონაპოვარია არა მხოლოდ თურქმენებისთვის, არამედ ქირქუქის ყველა შემადგენელი ელემენტისთვის“.

ანკარამ გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ერაყისა და ქირქუქის ხალხის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას მოახდენს ერაყის ზოგად სტაბილურობაზე.

აღმოაჩინეთ
ფიფას პრეზიდენტი: ირანი მსოფლიო ჩემპიონატში ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარემ ისრაელის გაეროს წევრობის შეჩერება მოითხოვა
ომის მიერ ენერგეტიკული აქტივებისთვის ზარალის ღირებულებამ შესაძლოა 58 მილიარდ დოლარს მიაღწიოს
ვიეტნამი ჩინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა
25-მა გემმა ჰორმუზის სრუტე გაიარა, აშშ-ის ბლოკადის მიუხედავად საზღვაო მიმოსვლა გრძელდება
საბერძნეთს მიგრანტების დაქირავებულ მებრძოლებად გამოყენებაში ადანაშაულებენ
იტალია ისრაელთან თავდაცვის შეთანხმებას ყინავს
ირანი 5 არაბულ ქვეყანას აშშ-ისრაელთან თანამშრომლობისთვის კომპენსაციას სთხოვს
ჩინეთისა და ესპანეთის გზავნილი ერთიანობის შესახებ „დაშლილ“ მსოფლიო წესრიგში
ვენსი: პაკისტანში ირანთან გამართულ მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესია“ მიღწეული
კანცლერმა მერცმა ნეთანიაჰუ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს „ნაწილობრივი ანექსიის“ შესახებ გააფრთხილა
რუსეთსა და უკრაინას შორის სააღდგომო ზავი დასრულდა
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება
ერდოღანმა და მაკრონმა ირანში ცეცხლის შეწყვეტის, ლიბანისა და ღაზის შესახებ ისაუბრეს