ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთსა და იტალიას შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა
თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ ვედათ იშიქჰანსა და იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრ მარინა ელვირა კალდერონეს შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა.
თურქეთსა და იტალიას შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა
თურქეთსა და იტალიას შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა

თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ ვედათ იშიქჰანსა და იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრ მარინა ელვირა კალდერონეს შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა.

სამინისტროს განცხადების თანახმად, იშიქჰანი, რომელიც სხვადასხვა შეხვედრისა და პროგრამაში მონაწილეობის მიზნით იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება, თავის კოლეგას, მარინა ელვირა კალდერონეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის შრომითი ურთიერთობების, დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

მინისტრმა იშიქჰანმა აღნიშნა, რომ ტექნიკური ჯგუფების თავდაუზოგავი და ინტენსიური მუშაობის წყალობით, პროცესი მოკლე დროში დასრულდა კონკრეტული შედეგით. მან კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თურქეთის ურთიერთობები ნატოს მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ იტალიასთან ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების საფუძველზე ყველა სფეროში დადებითად ვითარდება.

იშიქჰანმა განაცხადა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს პატივცემულ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შორის არსებული მჭიდრო დიალოგი და ორმხრივი ვიზიტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში. გასული წლის აპრილში გამართული მთავრობათაშორისი მე-4 სამიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო. სამიტის ფარგლებში ჩვენი ლიდერების მიერ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 40 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნის დასახვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი პარტნიორობა სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი თავდაცვის მრეწველობაში, ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება“.

ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ თურქეთსა და იტალიას შორის თანამშრომლობის შრომითი და სოციალური პოლიტიკის სფეროებში კიდევ უფრო წინ წაწევას გეგმავენ, იშიქჰანმა დასძინა: „გვჯერა, რომ განსაკუთრებით პროფესიული განათლების, დასაქმების პოლიტიკისა და სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობის საკითხებში გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იტალიაში მცხოვრები თურქული თემისა და თურქეთში მყოფი იტალიის მოქალაქეების მიერ შრომით ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას“.

აღმოაჩინეთ
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი ათენში ბერძენ კოლეგას შეხვდა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები ფრენბურთში ნახევარფინალში გავიდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: „სირიისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“
ფაშინიანი: „თუ რუსეთი ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით“
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს:
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“
აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში „ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის“ ბრალდებით ნავი ჩაძირა