ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის დიდი დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ქსელზე: დაკავებულია 175 პირი
თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა აქინ გურლექმა განაცხადა, რომ ისრაელთან დაკავშირებული საერთაშორისო უკანონო ფორექსის თაღლითობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 175 პირი დააკავეს.
თურქეთის დიდი დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ქსელზე: დაკავებულია 175 პირი
იუსტიციის მინისტრ აკინ გიურლექს ისრაელთან დაკავშირებული პირების ვინაობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია. (AA)

იუსტიციის მინისტრმა აქინ გურლექმა NSosyal-ის საკუთარ ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ დიდი დარტყმა მივაყენეთ ისრაელთან დაკავშირებულ თაღლითურ საერთაშორისო ქსელს.“

გურლექმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ისინი მტკიცედ აგრძელებენ ბრძოლას ეროვნულ და საერთაშორისო დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან, რომლებიც ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სისტემას დანაშაულის იარაღად იყენებენ. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი თვალს ადევნებენ დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ დამნაშავეების, მათი კავშირებისა და უკანონო შემოსავლების გამოსავლენად.

გურლექმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 4 ცალკეული გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც, ქოლცენტრის საფარქვეშ მოქმედი ზოგიერთი კომპანია სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში ფორექსისა და კრიპტოინვესტიციების რეკლამების განთავსებით, მაღალი შემოსავლის დაპირებით ატყუებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, და აღნიშნა:

„გამოძიება ჩატარდა სტამბოლის მთავარი პროკურატურის ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების დანაშაულებათა საგამოძიებო ბიუროს კოორდინაციით, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) სტამბოლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტისა და სტამბოლის პოლიციის სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლობით. ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭოს (MASAK) ანალიზის, MİT-ისა და ჩვენი პოლიციის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული მოკვლევებისა და ინტერპოლის მეშვეობით მიღებული ასობით დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიების მფლობელებსა და საბოლოო ბენეფიციარებს შორის ჭარბობდნენ ისრაელთან დაკავშირებული პირები, და გაიშიფრა ორგანიზებული თაღლითური სქემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას ისახავდა მიზნად.“

„ჩვენი ბრძოლა უკომპრომისოდ გაგრძელდება“

გურლექმა აღნიშნა, რომ სქემაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ოპერატორები, რომლებიც დაზარალებულებს სისტემაში იზიდავდნენ, ეჭვმიტანილთა მიერ კონტროლირებად საინვესტიციო პლატფორმებზე ყალბი მოგების ილუზიას უქმნიდნენ და მათ მეტი თანხის დაბანდებისკენ უბიძგებდნენ, და შემდეგი დეტალები გაასაჯაროვა:

„დადგინდა, რომ როდესაც დაზარალებულებს თანხის გატანა სურდათ, მათგან „ანგარიშის დაბლოკვის“, „გადასახადების“ და მსგავსი საბაბებით კვლავ ითხოვდნენ ფულს, ხოლო ჩარიცხული თანხები საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოსაფულეებში ირიცხებოდა. გაირკვა, რომ ამ სტრუქტურამ, რომელთა სამიზნეც ევროპის, შორეული აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებია, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ საოფისე ხარჯებისა და ხელფასების სახით განხორციელებულ ოპერაციებში დაახლოებით 13 მილიარდი ლირის ბრუნვას მიაღწია. ამ მონაცემების საფუძველზე, 28 კომპანიის კუთვნილი 42 ქოლცენტრისა და 239 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სტამბოლსა და მუღლაში, სულ 286 მისამართზე, ინტერპოლის ქვედანაყოფების მონაწილეობით, დღეს დილის 05:00 საათზე ერთდროული სპეცოპერაცია დაიწყო. 10:00 საათისთვის განხორციელდა რეიდები ქოლცენტრებში და ამ დროისთვის დაკავებულია 175 ეჭვმიტანილი. ოპერაცია და დაკავების სამუშაოები გრძელდება.“

მინისტრმა გურლექმა მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გამოძიება ზედმიწევნით წარმართეს და განაცხადა: „ჩვენი ბრძოლა უკომპრომისოდ გაგრძელდება ორგანიზებული სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც ყალბი საინვესტიციო დაპირებებით ადამიანების შრომასა და დანაზოგებს ითვისებენ, ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემას კი დანაშაულის იარაღად აქცევენ.“

აღმოაჩინეთ
Bayraktar-ის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა AKINCI-მ საჰაერო სამიზნე SUNGUR-ით გაანადგურა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანმა საბერძნეთთან ურთიერთობები შეაფასა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს შეხვდა
ერდოღანი: „ჩვენი ერი საფრთხეებს ავარიდეთ“
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა
ისრაელის პრესა: პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთი ახლო აღმოსავლეთში რთულ აქტორად აქცია
მინისტრი ფიდანი: სირია-თურქეთის ურთიერთობებმა ბოლო 2 წელში დიდი იმპულსი შეიძინა
თურქეთმა უმკაცრესად დაგმო საუდის არაბეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმები
საგარეოს განცხადება აშშ-ის მიერ სკბა-ისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნის გაგრძელების გადაწყვეტაზე
ყაზახეთმა და თურქეთმა რეადმისიის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
AKINCI-მ სამიზნე ზებგერითი „İHA-300“-ის რაკეტით გაანადგურა
ბერძნული პრესა: თურქეთის, როგორც დიდი ძალის, იგნორირება შეუძლებელია
თურქეთსა და იტალიას შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა
გლობალურ ჰაბად ქცევისთვის თურქეთი ხელოვნურ ინტელექტში მასშტაბურ საინვესტიციო გარღვევას გეგმავს
თურქეთმა სირიაში საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამძიმრის წერილი გაავრცელა
თურქეთში პირველად ჩატარებული GITEX AI TÜRKİYE დაიწყო სტამბოლის საგამოფენო ცენტრში
თურქეთის თავდაცვის გიგანტმა MKE-მ ეგვიპტეში ერთობლივი წარმოებისთვის შვილობილი კომპანია დააფუძნა
თურქეთი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმების დაგმობს
თურქეთი თავდაცვის სექტორში დაგროვილი ცოდნით უცხოური დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე