100,000-ზე მეტ ადამიანზე კვლევა ჩატარდა: ძილის ხარისხია მნიშვნელოვანი თუ მისი ხანგრძლივობა?
ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
100,000-ზე მეტ ადამიანზე კვლევა ჩატარდა: ძილის ხარისხია მნიშვნელოვანი თუ მისი ხანგრძლივობა?კვლევამ, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 100 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ჯანმრთელობისთვის ძილის ხარისხი შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც მისი ხანგრძლივობა.
დადგინდა, რომ ჯანმრთელობისთვის ძილის ხარისხი შესაძლოა ისევე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც მისი ხანგრძლივობა.

ჩინეთის პეკინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის „UK Biobank“-ის მონაცემთა ბაზაში არსებული 95 559 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეისწავლეს.

მონაწილეთა ძილის რეჟიმი ზედიზედ 7 დღის განმავლობაში მაჯაზე დამაგრებული აქსელერომეტრებით იზომებოდა. ძილის საერთო ხანგრძლივობასთან ერთად, მკვლევრებმა შეაფასეს REM (სწრაფი ძილის), ღრმა და მსუბუქი ძილის ფაზები, ღამით სიფხიზლეში გატარებული დრო და ძილის ცვალებადობა ღამეებს შორის.

მონაწილეებს საშუალოდ 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ძილის მონაცემები ათასზე მეტ დაავადებასთან კავშირის თვალსაზრისით გაანალიზდა.

ყურადღება გამახვილდა REM ფაზაზე

კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით ხანგრძლივი REM ფაზა 83 დაავადების, მათ შორის გულის უკმარისობის, დემენციისა და პარკინსონის დაავადების დაბალ რისკთან არის დაკავშირებული.

ხოლო უფრო ხანგრძლივი ღრმა ძილი 7 დაავადების, მათ შორის მე-2 ტიპის დიაბეტისა და კლინიკური დეპრესიის უფრო დაბალ რისკთან აღმოჩნდა კავშირში.

სამაგიეროდ, ძილის არარეგულარულობა დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების უფრო მაღალ რისკთან, როგორიცაა შფოთვა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობა.

ყველაზე დაბალი რისკი მათშია, ვისაც 6-8 საათი სძინავს

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც რეგულარულად 6-დან 8 საათამდე სძინავთ, სხვადასხვა დაავადების განვითარების ყველაზე დაბალი რისკის ჯგუფში შედიან.

მათში, ვისაც 5 საათზე ნაკლები სძინავს, ჯანმრთელობის 37 პრობლემასთან უფრო მჭიდრო კავშირი გამოვლინდა, ხოლო 8 საათზე მეტხანს მძინარეთა შორის ასევე დაფიქსირდა გარკვეული დაავადებების რისკის ზრდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დაავადებათა უმრავლესობისთვის ყველაზე დაბალ რისკთან დაკავშირებული ძილის ხანგრძლივობა სწორედ 6-8 საათის ფარგლებში მერყეობს.

მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და არ ამტკიცებს, რომ ძილის რეჟიმი დაავადების რისკის ცვლილების პირდაპირი მიზეზია.

მკვლევართა თქმით, მიღებული შედეგები ამყარებს არსებულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის 6-8-საათიანი ძილი, განსაკუთრებით საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში.

აღმოაჩინეთ
ჩინეთმა ორბიტაზე 10 თანამგზავრი გაუშვა; მათგან რვა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი თანამგზავრია
რა არის ფილტვის შავი ჭირი და რამდენად საშიშია ის?
77-ე საერთაშორისო კოსმოსური კონგრესი ანტალიაში დაიწყო
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
ხელოვნური ინტელექტის მოდელები არაინგლისურ და ადამიანებისთვის ბოლომდე გაუგებარ ენას იყენებენ
2026 წელს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40% მავნე ოზონის ზემოქმედების ქვეშ მოექცა
OpenAI-სა და Anthropic-ის დირექტორები ავსტრალიაში AI-გამოძიებაზე დაიბარეს
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
თურქული თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო გიგანტებს კონკურენციას უწევს
Turkcell-მა TEKNOFEST Mavi Vatan-ზე დისტანციური რობოტული ქირურგიის ტესტირება ჩაატარა
რაკეტების წარმოებისთვის შესაძლოა თურქეთს მიმართონ
ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებს უპირატესობას ანიჭებს: როგორ დავიცვათ თავი?
კითხვა-პასუხი: 'AI-ი სულ უფრო და უფრო ახლავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მრჩეველი'
თურქეთის ახალი თაობის სისტემა BLUEVISION-ი საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზრდის
მეცნიერებმა კორონავირუსი და გრიპის მსგავსი ვირუსები ბგერითი ტალღებით გაანადგურეს
AI კომპანიამ Anthropic-მა უარყო პენტაგონის მოთხოვნა უსაფრთხოების ზომების შერბილების შესახებ
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკეანეების დაცვის გლობალური შეთანხმების ძალაში შესვლაში
თურქეთის ადგილობრივი წარმოების ბალისტიკურმა რაკეტამ, „ტაიფუნმა“ ტესტირება წარმატებით გაიარა
იაპონელმა მეცნიერებმა მედიცინისა და ქიმიის დარგში ნობელის პრემიები მიიღეს