ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
რუსეთში შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე პირის საეჭვო გარდაცვალებამ ლაბორატორიული ავარიისა და ეპიდემიის შიში გამოიწვია.
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
ვირუსი (AP) არქივი

რუსეთის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა ბრალდებები უარყო, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი პროცესს ყურადღებით აკვირდებიან: „მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, სწრაფად და ღიად გაუზიაროს საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია“.

რუსეთის ციმბირის რეგიონში, ირკუტსკის შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტში ლაბორანტად მომუშავე ქალის 2 ოქტომბრის ღამეს საეჭვო ინფექციით გარდაცვალებამ ლაბორატორიული ავარიისა და ეპიდემიის შიში გამოიწვია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელ დარია შიპილოვას დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ვრცელდება ცნობები, რომ მკვლევარს შეხება ჰქონდა გატეხილ სინჯარასთან, რომელიც შავი ჭირის გამომწვევ ბაქტერიას, „Yersinia pestis“-ს შეიცავდა. ზოგიერთი მედიასაშუალება კი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ლაბორანტი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ დაავადდა. როგორც იტყობინებიან, სიფრთხილის ზომების სახით, 200-მდე ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ დადასტურდა

რუსეთის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა კი დაადასტურა, რომ შიპილოვა დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიით გარდაიცვალა. თუმცა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინსტიტუტში ინფექციურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას რაიმე სახის ავარია არ მომხდარა და ბოლო 10 დღის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციური დაავადების ჩივილით სამედიცინო დაწესებულებებისთვის არავის მიუმართავს.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ შიპილოვასგან აღებულ ნიმუშებზე ჩატარდა დეტალური კვლევები, თუმცა გარდაცვალების გამომწვევი დაავადება არ მიუთითებს რაიმე მიკროორგანიზმზე, რომელიც თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ირკუტსკის ოლქში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც „სტაბილური“.

აშშ: რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია გაუზიაროს

საჯაროდ გავრცელებულმა ცნობებმა აშშ-ის ადმინისტრაციაც აამოქმედა. ამერიკულ მედიასთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო ლეტალური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ვითარებას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ყურადღებით ვაკვირდებით“.

შავი ჭირი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია „Yersinia pestis“ იწვევს. შავი ჭირის ყველაზე სასიკვდილო და იშვიათი ფორმა — „ფილტვის ჭირი“, რომელიც მძიმე პნევმონიას იწვევს, მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში სიკვდილით სრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ რწყილის ნაკბენით, პირდაპირი კონტაქტით ან სასუნთქი გზებით.

აღმოაჩინეთ
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთში საშუალო სკოლების მოსწავლეთა საპროტესტო აქციები ფართოვდება
ერდოღანი: „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ ნაბიჯებმა მოწინააღმდეგეები შეაკავა
პაკისტანმა ავღანეთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ხელოვნური ინტელექტის მოდელები არაინგლისურ და ადამიანებისთვის ბოლომდე გაუგებარ ენას იყენებენ
დანია ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ატარებს
იაპონია უცხოელებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის პირობებს ამკაცრებს
MİT-მა რეიჰანლის თავდასხმის დამნაშავე დააკავა
TEKNOFEST-ის მეორე დღის მღელვარება სამხრეთ-აღმოსავლეთში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა:
ჰამას მუჰაფაზაში მიკროავტობუსზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავს
TEKNOFEST-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი გამოფენა გაიხსნა
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი საბოლოოდ „დანებდება“
დუბაი-თელ-ავივის რეისის სამგზავრო თვითმფრინავმა გატაცების შესახებ საგანგებო სიგნალი გამოაგზავნა