თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის „წითელი ნახევარმთვარის“ დაარსების 158-ე წლისთავთან დაკავშირებით გზავნილი გამოაქვეყნა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გზავნილში აღნიშნა: „თურქეთის „წითელი ნახევარმთვარე“, რომელიც ჩვენი ძვირფასი ერის ქველმოქმედების, მოწყალების, მზრუნველობისა და სოლიდარობის სიმბოლოა, თავისი თავდადებული, ეფექტური და უსაზღვრო მომსახურებით, ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა“.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის „წითელი ნახევარმთვარე“, რომელიც რთული პირობების მიუხედავად მზრუნველობის ხელს უწვდის ჩაგრულებსა და დაზარალებულებს და ყველა გაჭირვებულის გვერდით დგას, აშუშებს ომებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებულ ჭრილობებს და კაცობრიობის იმედია. მან ასევე დასძინა:
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თურქეთის „წითელი ნახევარმთვარე“, რომელიც, მჯერა, მომავალშიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, მშვიდობის, სიმშვიდის, ძმობისა და მეგობრობის სამსახურისთვის საჭირო ძალას ჩვენი ერის დახმარებისა და მხარდაჭერისგან იღებს. დაარსების წლისთავთან დაკავშირებით, გულწრფელად მივესალმები ყველა მოხალისეს და მოვუწოდებ ჩვენს ძვირფას ერს, მხარი დაუჭიროს ამ გამორჩეულ ორგანიზაციას“.






















