ეგეოსის ექსპორტიორთა გაერთიანებების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქეთი ლიმონის ექსპორტში წამყვან ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.
ეგეოსის ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯენგიზ ბალიქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპორტის მოცულობა შემცირდა, ხოლო შემოსავლის ზრდა საექსპორტო ფასების მატებითაა განპირობებული.
ბალიქმა აღნიშნა, რომ 2025 წელს თურქეთის მიერ განხორციელებული 3 მილიარდ 703 მილიონი დოლარის ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის 11 პროცენტი ლიმონზე მოდის. მან ასევე დასძინა, რომ წარმოებული ნედლი ხილისა და ბოსტნეულის საშუალოდ 7 პროცენტი გადის ექსპორტზე, ხოლო ლიმონის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33 პროცენტს აღწევს.
მიზანი 500 მილიონ დოლარის გადალახვაა
იანვარ-აპრილის პერიოდთან დაკავშირებით ბალიქმა განაცხადა: „ჩვენი ლიმონის ექსპორტი 18 პროცენტით გაიზარდა და 165 მილიონი დოლარიდან 195 მილიონ დოლარამდე ავიდა. 2026 წლის ბოლოსთვის ლიმონის ექსპორტში 500 მილიონი დოლარის გადაჭარბებას ვგეგმავთ“.
ბალიქმა აღნიშნა, რომ 2002 წელს თურქეთის ლიმონის ექსპორტი 230 ათასი ტონის დონეზე იყო, 2024 წელს კი 577 ათას ტონას მიაღწია. მისივე თქმით, 2026 წლის მოსავალზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა 2025 წელთან შედარებით უფრო მაღალ მოსავალს ელიან.
ბალიქის თქმით, იანვარ-აპრილის პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე ქვეყნების რეიტინგში ერაყი 64,5 მილიონი დოლარით პირველ ადგილზეა, რუსეთი 50 მილიონი დოლარით — მეორეზე, ხოლო რუმინეთი 14,5 მილიონი დოლარის ექსპორტით მესამე ადგილს იკავებს.


















