ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
„ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი კაპიტალი ნდობაა. როგორც TRT, ჩვენ ამ ნდობას ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით გამოჩენილი პრინციპული პოზიციიდან ვიღებთ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თურქეთის სამართლიანობისა და უფლებების საზომი TRT-ის მაუწყებლობის საზომია“
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ის გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ აღნიშნა, რომ მაუწყებლის ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი კაპიტალი ნდობაა: „როგორც TRT, ჩვენ ამ ნდობას ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით გამოჩენილი პრინციპული პოზიციიდან ვიღებთ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თურქეთის სამართლიანობისა და უფლებების საზომი TRT-ის მაუწყებლობის საზომია“.

სტამბოლის კონგრეს-ცენტრში რიგით მე-10 TRT World ფორუმი 2026-ის გახსნაზე გამოსვლისას, რომელიც წელს თემით: „დეცენტრალიზებული სამყარო: ვინ იქნება ლიდერი მაშინ, როდესაც წესები ძალას კარგავს?“ იმართება, სობაჯიმ განაცხადა, რომ ფორუმი, რომელსაც პატივი კიდევ ერთხელ დასდო პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მობრძანებით, 43 ქვეყნის 150-მდე სპიკერისა და 2000-მდე მონაწილის ჩართულობით ტარდება.

სობაჯიმ განმარტა, რომ წლევანდელი თემა - „დეცენტრალიზებული სამყარო: ვინ იქნება ლიდერი მაშინ, როდესაც წესები ძალას კარგავს?“ - მსოფლიოში მიმდინარე რყევების შედეგად შექმნილი ზღვრის განსახილველად შეირჩა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ თემის შერჩევის მთავარი მიზეზი ის რეალობაა, სადაც წესები ქაღალდზე ფორმალურად ნარჩუნდება, თუმცა პრაქტიკაში ძალას კარგავს.

სობაჯიმ აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო სამართლის ხმა უხეში ძალის ხმაურში იკარგება და დასძინა:

„ამ წესრიგის დასაცავად შექმნილი ინსტიტუტები ისეთი უმძიმესი გამოცდის წინაშეც კი, როგორიც გენოციდია, ვერ იძლევიან მათგან მოსალოდნელ პასუხს. წესების დამდგენნი თავიანთ მიერვე გავლებული საზღვრებიდან გადიან, ხოლო ისინი, ვინც არბიტრის როლზე აცხადებენ პრეტენზიას, სამართლიანობის სასწორს ძლიერის სასარგებლოდ ხრიან. ყოველი ორმაგი სტანდარტი, ყოველი დაუსჯელი დარღვევა კიდევ უფრო ასუსტებს რწმენას იმის მიმართ, რომ არსებულ საერთაშორისო სისტემას სამართლიანობის დამყარება შეუძლია. ამ ყველაფრის პარალელურად, 1945 წლის შემდეგ აგებული გლობალური წესრიგის ცენტრი სწრაფად იშლება. ცენტრის მოშლასთან ერთად ძალაუფლება რეგიონებს, ალიანსებსა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმებს შორის ნაწილდება. დღეს ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ მსოფლიოს ერთადერთი ცენტრია“.

თურქეთის როლი

სობაჯიმ ყურადღება გაამახვილა თურქეთის როლზე, რომელმაც არაერთხელ დასვა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან, აფრიკაში დაპირისპირებული მხარეები საერთო მნიშვნელამდე მიიყვანა და მხარი დაუჭირა სირიის სტაბილიზაციას - ამით თურქეთმა აღადგინა უხეში ძალის მიერ დამხობილი მოლაპარაკებების მაგიდები. მან განაცხადა: „დღეს მსოფლიომ შესაძლოა ცენტრი დაკარგა, მაგრამ როდესაც საქმე გადაწყვეტას ეხება, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომელ კარს უნდა მიადგეს. მაშინ როცა გლობალურ პოლიტიკაში ცენტრი იშლება, ახალ საინფორმაციო გარემოში, პირიქით, ცენტრალიზაცია ხდება. ტექნო-ფეოდალიზმის წესრიგში ყალიბდება გლობალური ალგორითმული მეურვეობა“.

სობაჯის თქმით, რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია ალგორითმების მეშვეობით წყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს დაცული, ვისი ტკივილი უნდა გამოჩნდეს და რომელ დარღვევას უნდა მოჰყვეს რეაქცია, ხოლო ამ ტექნო-ფეოდალურ წესრიგში ხმაჩახშულნი კვლავ ჩაგრულები რჩებიან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მეურვეობის ფონზე, როგორც თურქეთის, ასევე TRT-ის, მოვალეობაა, მსოფლიოს ყველაზე მიყრუებულ კუთხემდეც კი მიიტანონ ჩაგრული ხალხების განცდები და ის ბრძოლა, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თურქეთი მათი უფლებების დასაცავად ეწევიან. მან განაცხადა:

„მაუწყებლის ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი კაპიტალი ნდობაა. როგორც TRT, ჩვენ ამ ნდობას ბატონი პრეზიდენტის ლიდერობით გამოჩენილი პრინციპული პოზიციიდან ვიღებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ თურქეთის სამართლიანობისა და ჭეშმარიტების საზომი TRT-ის მაუწყებლობის საზომია. კითხვაზე - ვინ იქნება ლიდერი მაშინ, როდესაც წესები ძალას კარგავს? - თურქეთმა თავისი პასუხი უკვე გასცა გამართული მოლაპარაკებებით, ადგილზე არსებული რეალური ყოფნითა და ნებისმიერი ზეწოლის წინაშე შეურყეველი პოზიციით. თურქეთისთვის ამ ძალის მინიჭება კი თქვენი აღმატებულების ლიდერობის დამსახურებაა. ეს გარდატეხა, რომელსაც დღეს ბევრი ქვეყანა მხოლოდ ახლა ამჩნევს, თქვენ წლების წინ დაინახეთ და დაჟინებით გაიმეორეთ: ‘მსოფლიო ხუთზე დიდია’. სამყაროში, რომელმაც ცენტრი დაკარგა, ის, რომ თურქეთმა გეზი არ დაკარგა, საიმედო ნავსაყუდლად და იმ ქვეყნად იქცა, რომელსაც შველისთვის მიმართავენ, თქვენი შორსმჭვრეტელობისა და გამჭრიახობის შედეგია“.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“
პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხრეთ კორეის კომპანიების მაღალი რანგის ხელმძღვანელები მიიღო
ევროკავშირის მოწოდება კრიზისებისთვის მზადყოფნის შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარის დახმარება შეწყდება
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლი ჯე მიონი-სთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
ვითარება აშშ-ის არჩევნებამდე: დემოკრატები გამოკითხვებში სენატის 7-ვე გადამწყვეტ ბრძოლაში ლიდერობენ
პრეზიდენტ ერდოღანს სამხრეთ კორეაში ოფიციალური ცერემონიით დახვდნენ
აშშ საარჩევნო ყუთებთან: არჩევნები ტრამპის მეორე ვადის ბედს გადაწყვეტს
ირანის არმია: „აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის შემთხვევაში, ომი რეგიონით არ შემოიფარგლება“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
პორტუგალიაში საჯარო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ
საფრანგეთის მრავალ ქალაქში ლიცეუმების ბლოკირების აქციები განახლდა
ერდოღანი: „ჩვენ შეგვიძლია სამხრეთ კორეასთან ერთად მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ“