პრაღაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, GLOBSEC-ის ანგარიშის, „Trends 2026“-ის თანახმად, კომპანია HarrisX-ის მიერ 11-19 მაისს ონლაინ პანელების მეშვეობით ჩატარებულ კვლევაში ევროკავშირის 11 ქვეყნიდან, ასევე უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან სულ 13 730-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის 11 ქვეყანაში გაერთიანების მიერ საკუთარი არმიის ყოლის მხარდამჭერთა წილი 71% იყო, ხოლო ეს მაჩვენებელი რუმინეთში 82%-ით, ლიეტუვაში - 78%-ით, საფრანგეთში - 75%-ით, პოლონეთსა და ბულგარეთში - 70%-ით, გერმანიაში კი 69%-ით განისაზღვრა.
კვლევაში ჩართულ ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებში გამოკითხულთა საშუალოდ 78%-მა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ხმას ალიანსში დარჩენას მისცემდა.
ამ ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების გაზრდისადმი მხარდაჭერამ 61% შეადგინა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ზრდა ჯანდაცვის ან სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების შემცირებას მოითხოვდა, მაჩვენებელი 44%-მდე შემცირდა.
კვლევაში მონაწილე ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანთა წილი, ვინც ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ის როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 77%-ით განისაზღვრა.
გამოკითხულთა 54%-მა აშშ სანდო პარტნიორად შეაფასა, ხოლო 35%-მა განაცხადა, რომ ამ ქვეყანას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
კვლევამ ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ასევე უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოიცვა.























