ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
CIA-ის დირექტორის მტკიცება: „ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა"
გავრცელებული ინფორმაციით, CIA-ის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა რუსეთში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
CIA-ის დირექტორის მტკიცება: „ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა"
CIA-ის დირექტორი რატკლიფი

გამოცემა Axios-თან საუბარში ანონიმურმა წყაროებმა რეტკლიფის მიერ გასულ კვირას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრეს.

წყაროების მტკიცებით, რეტკლიფმა ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მათივე თქმით, ამ ვიზიტის მიზანი იმის გარკვევა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნები პუტინის დარწმუნებას, რათა აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან მოლაპარაკებები განახლებულიყო.

წყაროები ირწმუნებიან, რომ რეტკლიფის შეფასებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი „კონსტრუქციული ფიგურაა, რომელიც დიპლომატიური ძალისხმევის განახლებას ხელს შეუწყობს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა Axios-თან საუბარში განაცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი „სტანდარტული სამუშაო პროცესი იყო და არ ისახავდა მიზნად რუსეთის გაფრთხილებას ნატო-ს ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ“.

გაზეთ The New York Times-ის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნული იყო, რომ მოსკოვში ვიზიტისას რეტკლიფმა ბორტნიკოვს მოუწოდა, რუსეთს უკრაინასთან შეთანხმებისთვის მიეღწია.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის მედია ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ „ტაქტიკური ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს
ისრაელმა ლიბანის სამხრეთზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
პრეზიდენტ ერდოღანის პოსტი „დიდი შეტევის“ 104-ე წლისთავთან დაკავშირებით
თურქეთმა და სირიამ დამასკოში 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო მიზანი განიხილეს
სირიისა და ისრაელის დელეგაციები „დაძაბულობის შესამცირებლად“ აშშ-ის შუამავლობით ერთმანეთს შეხვდნენ
ერდოღანი: როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოსა და ერის მომავალს ეხება, ქედს არ მოვიხრით
ტერორისტული ორგანიზაცია YPG-ის განცხადება „თვითდაშლის“ შესახებ
ირანის დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა
რუსეთის ამურის ოლქში მდებარე ობიექტზე გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
ინფორმაცია CIA-ის დირექტორის მიერ „მოსკოვში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტის განხორციელების“ შესახებ
ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო ვიზის განაცხადები შეაჩერა
პრეზიდენტი ერდოღანი: „გამარჯვებული თურქი ერი იქნება თავისი 86 მილიონი მოქალაქით“
ფინეთის პრემიერმა ორპომ „ევროპაში რუსეთის მზარდი საბოტაჟის საფრთხის“ შესახებ გაფრთხილება გააკეთა
თურქეთი მიესალმა სირიის ამოღებას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიიდან
აშშ ირანის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში კინეტიკურ დარტყმებს არ გამორიცხავს