ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
ირანის დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა
ამერიკულ მედიაში აღინიშნა, რომ ირანთან ომის საერთო დანახარჯი სულ მცირე 50 მილიარდი დოლარია.
ირანის დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა
ირანის დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებს სერიოზული ზიანი მიაყენა

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებსა და აღჭურვილობას მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა.

ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, რომელიც საკითხში ჩახედულ 4 ოფიციალურ პირს ეყრდნობა, ირანის უპილოტო საფრენი აპარატებისა (დრონების) და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა გარკვეული შენობები და აღჭურვილობა, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და სხვა სადაზვერვო სამსახურები იყენებდნენ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმებმა რეგიონში აშშ-ის სადაზვერვო ობიექტებს „უპრეცედენტო“ მასშტაბის ზიანი მიაყენა, ხოლო შენობებისა და აღჭურვილობის შეკეთება ან განახლება მილიარდობით დოლარი დაჯდება.

CNN-ის ცნობით, რომელიც თანამგზავრულ ფოტოებს, ზიანის შეფასების ანგარიშებსა და აშშ-ისა და ყურის ქვეყნების წყაროებს ეყრდნობა, 28 თებერვლიდან მოყოლებული ირანის დარტყმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არმიის სულ მცირე 16 ბაზა სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა.

არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის CBS News-მა და CNN-მა, ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან ომის საერთო ღირებულება სულ მცირე 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღმოაჩინეთ
არმიის სპიკერი: ირანის არმია თავდაცვიდან შეტევაზე გადადის
ისრაელელი მაღალჩინოსნები: ნეთანიაჰუ თურქეთთან „ზედმეტ“ დაძაბულობას რისკავს
თურქეთი ისრაელის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა