ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით თურქეთის წინადადებას განიხილავს
მარკო რუბიო: „თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, ესაუბროთ როგორც რუსეთს, ისე უკრაინას, როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის?“
აშშ შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით თურქეთის წინადადებას განიხილავს
მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას, მათ შორის თურქეთის მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების ფონზე, სასურსათო უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

შაბათს, ატლანტაში გამართული G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საუბრისას, რუბიომ თქვა, რომ თურქეთმა და ინდოეთმა წარადგინეს წინადადებები ომის გამო შეფერხებული მარცვლეულის გადაზიდვების განახლების თაობაზე.

„ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთისგან მიღებულ წინადადებებს განვიხილავთ და გავაგრძელებთ მათ შესწავლას“, - განაცხადა რუბიომ. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მიესალმება ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ასეთი შეთანხმების მიღწევას.

თუმცა რუბიომ იქვე გააფრთხილა, რომ მსგავსი ნაბიჯი ომს მთლიანობაში ვერ მოაგვარებს.

„ეს ომს არ ასრულებს, მაგრამ სულ მცირე, წყვეტს კონკრეტულ პრობლემას, რომელიც ომმა გამოიწვია“, - თქვა მან. რუბიომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შავი ზღვის სავაჭრო მარშრუტების შეფერხება უარყოფითად აისახება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი მოწყვლად ქვეყნებში.

რუბიოს თქმით, შეთანხმების მიღწევის მიმართ საერთაშორისო ინტერესი კვლავ გაიზარდა და ზოგიერთი ქვეყანა გარანტორის ან ფასილიტატორის (მედიატორის) როლის შესრულებას განიხილავს.

რუსეთთან კომუნიკაციის შენარჩუნება

რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებისას რუბიომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გზით საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია კომუნიკაცია ორივე მხარესთან, და მოსკოვთან დიპლომატიური არხების ღიად დატოვებას მხარი დაუჭირა.

„თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, ესაუბროთ როგორც რუსეთს, ისე უკრაინას, როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას ამ ორ ქვეყანას შორის?“ - დასვა კითხვა რუბიომ.

„ყველა სხვა საკითხი რომც გვერდზე გადავდოთ, მომავალში დაძაბულობის ესკალაციის საფრთხის გამო, აშშ-სა და რუსეთს შორის გარკვეულ დონეზე კონტაქტის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ დასძინა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად, თუმცა უახლოეს პერიოდში გარღვევა მოსალოდნელი არ არის.

აღმოაჩინეთ
ევროკავშირი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ამანათებზე დამატებით გადასახადს დააწესებს
ისრაელის ოპოზიციამ ამომრჩეველს ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად საარჩევნო ყუთებთან მისვლისკენ მოუწოდა
არაბული კოალიცია: „ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა განადგურდა"
ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთმა უკრაინაში, ხერსონის მიმართულებით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა
თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ირანის შეხვედრის კომუნიკე გამოქვეყნდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა
ისრაელმა 3 წელიწადში ღაზის სექტორში 12 500-ზე მეტი ქალი მოკლა, რომელთაგან 9 000-ზე მეტი დედა იყო
საუდის არაბეთი სინგაპურის მიწისქვეშა საცავებში ნავთობის შენახვას გეგმავს
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ნეთანიაჰუს ირანთან ომის გეგმებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
ღაზაში პალესტინელების კარვებზე ისრაელის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი
თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის დელეგაციები უსაფრთხოების მოლაპარაკებებისთვის ირანს ეწვევიან
ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის ფრთა სინჯარში იარაღს დაყრის და ერაყის არმიაში მოახდენს ინტეგრაციას
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ახალი ულტიმატუმი ირანს: