ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 3 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: „მზად ვართ, ყველანაირი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღეს შექმნილ ვითარებაშიც ვამბობთ, რომ სამართლიან მშვიდობას წაგებული არ ჰყავს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ყველანაირი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზის გასახსნელად“.
პრეზიდენტი ერდოღანი: „მზად ვართ, ყველანაირი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“
ერდოღან-ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოსვლა დელეგაციის წევრებისა და მედიის წარმომადგენლებისადმი გულთბილი მისალმებით დაიწყო.

მან გამოხატა დიდი კმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თურქეთში ხელახალი მასპინძლობის გამო და განაცხადა: „მაშინ, როდესაც უკრაინაში შეტაკებები შეუფერხებლად გრძელდება, ომით გამოწვეული დანაკარგები და ნგრევა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზელენსკის და მეგობარ უკრაინელ ხალხს ომში დაღუპულთა გამო“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზე დეტალურად განიხილეს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ბოლოდროინდელი მზარდი მცდელობები და შავ ზღვაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა:

„მოხარულნი ვართ, რომ დიპლომატიური გზით ომის დასრულებისკენ მიმართულმა ინიციატივებმა - განსაკუთრებით ამერიკის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის ძალისხმევით - კვლავ იმპულსი შეიძინა. არსებითად, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩვენ ვუმასპინძლეთ, აჩვენა, რომ დიპლომატიის გზით კონკრეტული შედეგების მიღწევა შესაძლებელია. დღეს შექმნილ ვითარებაშიც ვამბობთ, რომ სამართლიან მშვიდობას წაგებული არ ჰყავს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ყველანაირი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზის გასახსნელად“.

„აშკარაა, რომ შავ ზღვაში ესკალაციის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები არავისთვის იქნება სარგებლის მომტანი“

შეხვედრაზე შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა:

„ომის დაწყებიდანვე აქტიურ ძალისხმევას ვიჩენთ შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თუმცა ბოლო პერიოდში, არსებული ესკალაციის პარალელურად, ვხედავთ, რომ შეტაკებები შავ ზღვასაც გადასწვდა. აშკარაა, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და შავ ზღვაში ესკალაციის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯები არავის მოუტანს სარგებელს. ამ თავდასხმების შეწყნარება ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს და რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამართლებული. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების აღსადგენად მხარეებთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ“.

„ამ შეთანხმებამ ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენს მიზანთან - 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვასთან“

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ შეთანხმების მიღწევა უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების მცდელობებსაც მისცემს ბიძგს და განაცხადა, რომ ამ საკითხის რუსეთთან განხილვით ისინი მიზნად ისახავენ პროცესის წინ წაწევას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვა ასე გააგრძელა:

„დღეს ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენს ქვეყნებს შორის 2022 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა 1 ოქტომბრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. ამ შეთანხმებამ ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენს მიზანთან - 10 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვასთან. დაბოლოს, მჯერა, რომ ჩვენი კომპანიები, რომლებმაც რთული საომარი პირობების მიუხედავად არ დატოვეს უკრაინა, ინშაალაჰ (ღვთის შეწევნით), მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკრაინის აღდგენაშიც. მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, ბატონ ზელენსკის ამ ვიზიტისთვის და სიტყვას მას გადავცემ“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი, პრეზიდენტის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჰალუქ გორგუნი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აქიფ ჩაღათაი ქილიჩი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ზაფერ ჩუბუქჩუ, პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ (AKP) თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის პრესსპიკერი ომერ ჩელიქი, აგრეთვე თურქეთის ელჩი კიევში ფატმა ჯერენ იაზგანი.

აღმოაჩინეთ
დურანი: თურქეთისთვის თავდაუზოგავად და მტკიცედ მუშაობას გავაგრძელებთ
პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
უგანდაში 3,6 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას
შვედეთში მთავრობის თანამშრომლები ChatGPT-სა და Claude-ს აღარ გამოიყენებენ
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
ევროკავშირი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ამანათებზე დამატებით გადასახადს დააწესებს
ისრაელის ოპოზიციამ ამომრჩეველს ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად საარჩევნო ყუთებთან მისვლისკენ მოუწოდა
არაბული კოალიცია: „ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა განადგურდა"
ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთმა უკრაინაში, ხერსონის მიმართულებით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა
თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ირანის შეხვედრის კომუნიკე გამოქვეყნდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა