პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „იმ პირობებში, როდესაც ჩვენი რეგიონი ცეცხლის რკალად იქცა, „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ მიმართულმა ძალისხმევამ უკვე მოახდინა შემაკავებელი ეფექტი თურქეთის მოწინააღმდეგეებზე, კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთი და ჩვენს რეგიონში ახალი სული შთაბერა“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა პარლამენტის გენერალურ ასამბლეას თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (TBMM) 28-ე მოწვევის მე-5 საკანონმდებლო წლის გახსნასთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა.
„სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და განსხვავებული შეხედულებები, რაც არ უნდა ურთიერთსაპირისპირო იყოს ისინი, თურქეთისა და თურქული დემოკრატიის სიმდიდრეა. თუმცა ყველა პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტი უნდა იყოს და ვალდებულია იყოს თურქეთი“, — განაცხადა ერდოღანმა და სიტყვა ასე გააგრძელა:
„თურქეთის ეროვნული ინტერესებისა და იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც ჩვენი ერის თითოეულ წევრს ეხება, პოლიტიკა სრული კონსენსუსის საფუძველზე უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ამას „შიდა ფრონტის განმტკიცებას“ ვუწოდებთ. ჩვენ ამას „დიდი თურქეთის თანხმობას“ ვუწოდებთ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესი ამავდროულად სწორედ ამ საზოგადოებრივი, სწორედ ამ ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი რეგიონი ცეცხლის რკალად იქცა, „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ მიმართულმა ძალისხმევამ უკვე მოახდინა შემაკავებელი ეფექტი თურქეთის მოწინააღმდეგეებზე, კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთი და ჩვენს რეგიონს ახალი სული შთაბერა.“



















