სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტის რეზიდენციიდან ხალხისადმი მიმართვისას ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მოვალეობას კი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს.
„ამით თქვენ მომანიჭეთ უმაღლესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რაც კი ადამიანმა შეიძლება იტვირთოს“, — განაცხადა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ 25 ოქტომბერს დანიშნულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში რიგითი მოქალაქის სტატუსით სურს მონაწილეობის მიღება და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება. თუმცა, როდესაც ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, რობოტებს და იმას, რომ არ დავაგვიანოთ“.
სერბეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება და ვუჩიჩი არჩევნებში „სერბეთის პროგრესული პარტიის“ (SNS) სიით მიიღებს მონაწილეობას.
ვუჩიჩის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს.























