ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ საღამოს მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენი S-70 ტიპის ვერტმფრენის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მალათიაში ჩამოვარდნის შედეგად, ვერტმფრენში მყოფი ჩვენი 4 გმირი თანამებრძოლი დაიღუპა. ჩვენს დაღუპულებს ღვთის წყალობას ვუსურვებთ, ხოლო მათ დამწუხრებულ ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს კეთილშობილ ერს სამძიმარს ვუცხადებთ და გამძლეობას ვუსურვებთ.“
მომხდართან დაკავშირებით მალათიის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.























