პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკი მიიღო.
პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრა პრესისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.
ერდოღანმა სოციალურ ქსელში შეხვედრასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა:
„დღეს Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიმ კუკთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ციფრული ტექნოლოგიების მომავალზე გლობალურ დონეზე და თურქეთში ციფრული აპლიკაციების ეკონომიკის მიმართ Apple-ის მხარდაჭერაზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება თურქეთისა და კომპანია Apple-ისთვის.“
მეორე მხრივ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა განაცხადა, რომ თურქეთში განახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციას ახალი თაობის კონტენტის შემქმნელების, ინოვაციური მეწარმეებისა და მწარმოებლების მხარდასაჭერად, რათა ხელი შეუწყოს თურქეთის ქცევას ერთ-ერთ წამყვან ცენტრად აპლიკაციების საერთაშორისო დონეზე შემუშავების სფეროში.























