ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ერდოღანი: „ნატოს ანკარის სამიტი გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა იქნება“
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის მასშტაბით „უპირობო“ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქსელის შექმნისკენ მოუწოდა.
ერდოღანი: „ნატოს ანკარის სამიტი გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა იქნება“
ერდოღანი: „ნატოს ანკარის სამიტი გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა იქნება“ / AA

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტი, რომელიც 7-8 ივლისს დედაქალაქ ანკარაში გაიმართება, „გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა“ იქნება.

ორშაბათს, სტამბოლში ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პატივსაცემად გამართულ ლანჩზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მოკავშირეებს უზიარებს როგორც თავის „გამორჩეულ უნარს რეგიონული კრიზისების მართვაში“, ისე ალიანსის ფარგლებში დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას.

სტამბოლში გამართულ ნატოს საპარლამენტო სამიტზე პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ დიდ კმაყოფილებას გვრის მონაწილეებთან შეხვედრა სტამბოლში - ქალაქში, რომელიც კონტინენტებისა და კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს.

მან ნატოს საპარლამენტო სამიტს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტის წინ: „ვულოცავ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სამიტის ორგანიზებაში, რომელსაც მივიჩნევ მოკავშირე ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა და სოლიდარობის გამორჩეულ ნიშნად, და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში“.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე შეაფასა მიმდინარე გლობალური ვითარება: „ევროატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტს გადის. ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი, კრიზისი, ტერორიზმი და არალეგალური მიგრაცია, რაც განსაკუთრებით ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებზე ხდება, უსაფრთხოების ჩვენი მიდგომების ხელახლა ჩამოყალიბებას მოითხოვს. ძველი ყალიბები და წინასწარი დაშვებები სათითაოდ ინგრევა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა დაიკავებს მათ ადგილს. ჩვენ ვიმყოფებით გაურკვევლობის პერიოდის ეპიცენტრში, სადაც სტაბილურობის ნაცვლად დაძაბულობა, წესრიგის ნაცვლად კი ქაოსი იზრდება, პროგნოზირებადობა მცირდება და არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა ზრდის ნატოს როლის მნიშვნელობას: „თურქეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც ყველაზე უკეთ კითხულობს ახალი ეპოქის სულს. თურქეთი, რომელსაც კრიზისულ რეგიონებთან 1800 კილომეტრზე მეტი სახმელეთო საზღვარი აქვს, თავისი ძლიერი არმიით, თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებითა და განვითარებული თავდაცვის ინდუსტრიით, 70 წელზე მეტია ნატოს უსაფრთხოებაში წამყვან როლს ასრულებს. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ნატოს მისიებში და მხარს ვუჭერთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენ მოკავშირეებს ვუზიარებთ როგორც რეგიონული კრიზისების მართვის გამორჩეულ გამოცდილებას, ისე ნატოს ფარგლებში დაგროვილ ცოდნას. ანკარის სამიტი იქნება ამ გამოცდილების გაზიარების ყველაზე მძლავრი პლატფორმა“.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარის სამიტის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს არა მხოლოდ მოკავშირეებს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში:

„თქვენ, როგორც პარლამენტარებს, გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა - დაიცვათ სიცოცხლის უფლება, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებაა. ჩვენი ხალხების მოთხოვნაა, შევქმნათ პირობები, რომლებიც მომავალ თაობებს სიმშვიდეში, კეთილდღეობასა და მშვიდობაში ცხოვრების საშუალებას მისცემს. სამიტისგან ჩვენი მთავარი მოლოდინია ისეთი შედეგების მიღწევა, რომლებიც გაითვალისწინებს მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებს და განამტკიცებს ალიანსის სოლიდარობასა და ერთიანობის სულს“.

აღმოაჩინეთ
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა დრონების თავდასხმებს რუსული საზოგადოების შესარყევად აწყობს
ომის დაწყებიდან მოყოლებული, თურქეთის 11-მა გემმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გაიარა
ანტალიაში ტურისტული აქტივობა გაიზარდა
პრეზიდენტი ერდოღანი ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ზაიდის ესაუბრა
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
თურქეთის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 125 598 მეგავატამდე გაიზარდა
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია