იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას მრავალ ქალაქში აფრიკული წარმოშობის სიცხის ტალღაა მოსალოდნელი და 8 ქალაქისთვის - ბოლონია, ბოლცანო, ბრეშია, ფლორენცია, მილანი, პერუჯა, რიეტი და ტურინი - ყველაზე მაღალი რისკის, „წითელი“ გაფრთხილება გამოსცა.
დედაქალაქ რომისთვის კი ხვალისთვის მეორე დონის, „ნარინჯისფერი“ განგაში გამოცხადდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე მზისგან თავდაცვის მიზნით რეკომენდაციები და უსაფრთხოების ზომები გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მოუწოდა, სიცხისგან თავის დასაცავად 11:00-დან 18:00 საათამდე გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
ამავდროულად, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მილანში, სადაც ანომალიური სიცხე მძვინვარებს და ხვალისთვის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული, ქალაქის ცენტრში, დუომოს ტაძრის წინ მყოფ ტურისტებს მზისგან დასაცავად ქოლგები და მცირე ზომის ვენტილატორები უჭირავთ, ხოლო გასაგრილებლად სასმელ შადრევნებთან რიგებს ქმნიან.



















